• რეკლამა
  • კონტაქტი
10:33, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: 2021 წლის ივლისში ვინ იდგა ამ პროვოკაციის უკან? „თბილისი პრაიდი”, მათ უკან ვინ იდგა? „სირცხვილია”. ვინ იდგა „სირცხვილიას” უკან? სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა”

ალია ავტორი - ალია
14:29 03-09-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
183

ოპოზიცია არის გაშიფრული. 2021 წლის ივლისში ვინ იდგა ამ პროვოკაციის უკან? „თბილისი პრაიდი”. მათ უკან ვინ იდგა? ორგანიზაცია „სირცხვილია”. ვინ იდგა „სირცხვილიას” უკან? სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა”. ეს არის ძალიან მარტივი მოცემულობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„ყველა ამ დესტრუქციული, პროვოკაციული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედების უკან დგას ოპოზიცია. და ვინ არის დღეს ოპოზიცია რეალურად? სხვა ოპოზიცია არ არსებობს ქვეყანაში. ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მთელი თავისი დანაყოფებით. მე მინდა ვთქვა, რომ მაშინ ეს პროვოკაცია, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ დაიგეგმა, კარგად გააზრებული პროვოკაცია იყო. რა მოხდა შარშან მარტის აქციების დროს? ვინ იდგა ამ აქციების უკან? რა თქმა უნდა, ეს იყო დესტრუქციული, პროვოკაციული ძალები, რომელთა უკანაც ისევ დგას „ნაცმოძრაობა” და მათი სატელიტები. დღეს საუბარია იმაზე, რომ ისევ რაღაც ახალი პარტია შეიქმნა. როგორ შეიძლება დაიჯეროს ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა, რომ ნიკა გვარამია ქმნის ახალ პარტიას, ან ნიკა მელია, ან „გირჩი”, „ლელო” – ეს ერთი ორგანიზმია. ქართველი ხალხი არის ბრძენი. ეს დესტრუქციული, მტრული ძალები ქართველ ხალხს ვერ მოატყუებენ. ისინი არ ემსახურებიან ქართველი ხალხის ინტერესებს. მათი მიზანი იყო სხვა ქვეყნების ინტერესების და დავალებების შესრულება. 2 წლის წინ პირდაპირ მოუწოდებდნენ და მზად იყვნენ, რომ ქვეყანა ჩაერთოთ ომში. ეს იყო კოორდინირებულ მოქმედებათა მთელი ჯაჭვი, რომლის უკან იდგა ეს დესტრუქციული ძალა. ამიტომ ვიმეორებ, რომ ამ არჩევნებზე უნდა გავიმარჯვოთ ძლიერად, დამაჯერებლად. სუფთად უნდა ჩავატაროთ არჩევნები, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს ჩვენს მტრულ ძალებს”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

„ქრონიკამ” ექსკლუზიურად მოიპოვა ოპოზიციის სტრატეგია, რომელსაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე პარტიები მიჰყვებიან და რასაც „თბილისი პრაიდი” ათანხმებს საერთაშორისო პარტნიორებთან. წერილიდან ირკვევა, რომ „თბილისი პრაიდი” სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved