• რეკლამა
  • კონტაქტი
05:50, ხუთშაბათი, 26 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – 2012 წლის 1-ელ ოქტომბრის ისტორიული გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი დამფუძნებლის და ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის და რომ არა ქართველი ხალხის თავგანწირვა იმ მჩაგვრელი, რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც მაშინ მართავდა ქვეყანას

ალია ავტორი - ალია
12:43 09-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ისტორიული გამარჯვება მოვიტანეთ; რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი დამფუძნებლის და ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის  და რომ არა ქართველი ხალხის ასევე თავგანწირვა იმ მჩაგვრელი, რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც მაშინ მართავდა ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ყველამ ერთად, ძვირფასო მეგობრებო, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ისტორიული გამარჯვება მოვიტანეთ. რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი დამფუძნებლის და ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის  და რომ არა ქართველი ხალხის ასევე თავგანწირვა იმ მჩაგვრელი, რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც მაშინ მართავდა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით, 7 არჩევნებში გავიმარჯვეთ ღირსეულად და დამაჯერებლად. ჩავატარეთ 7 დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები და შედეგად, ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი გახდა, ვიდრე იყო მანამდე, უფრო თავისუფალი გახდა, ვიდრე იყო მანამდე, უფრო თანამედროვე და უფრო მეტად განვითარებული. რა თქმა უნდა, ბოლო 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, ყველა მიმართულებით, ეს იქნება სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა, გაზიფიცირების სამუშაოები, წყალგაყვანილობა თუ სხვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ამ ძალიან ბევრ საქმეს სჭირდება, რა თქმა უნდა, გამოცდილი ხალხი. ერთის მხრივ, მმართველები,რომლებიც 24 საათის განმავლობაში მოემსახურებიან ჩვენს  ქვეყანას და რეალურ საქმეს გააკეთებენ და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ასევე არ იქნებოდა, რომ არა “ქართული ოცნება”. სწორედ “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდი არის  ის ერთადერთი გამონაკლისი, როცა ქვეყანას  არ ჰქონია ომი, დესტაბილიზაცია და არეულობა”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved