• რეკლამა
  • კონტაქტი
12:31, პარასკევი, 27 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – 14 000 ჰექტარი ახალი ბაღები და 6500 ჰექტარი ახალი ვენახები გაშენდა, კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავძლიოთ სიღარიბე და შევქმნათ კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი

ალია ავტორი - ალია
12:41 09-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ჩვენ ვგეგმავთ 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას  ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად. დაახლოებით 1000-ზე მეტი საწარმო დაფინანსდება მომდევნო სამი წლის განმავლობაში და შეიქმნება მინიმუმ  100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ონის მერობის კანდიდატის, სერგო ხიდეშელის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროგრამები და პროექტები გადანაწილდება ყველა რეგიონის მიხედვით და ყველა მუნიციპალიტეტის მიხედვით, ისე რომ არ იყოს მხოლოდ ერთ რეგიონში თავმოყრილი.

„რამდენიმე ახალი ინიციატივა გვაქვს ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად, მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში, მას შემდეგ რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, მიტოვებულ და დანგრეული იქნა, ჩვენივე ხელით დავანგრიეთ ქარხნები, ფაბრიკები, საწარმოები და ამან გამოიწვია ის კატასტროფა, რაც ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ – ასობით ათასი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე და მართლაც  გაღარიბდა ჩვენი მოსახლეობა. ვიცი, რომ ძალიან ბევრი გაკეთდა, მაგალითად,  მინდა აღვნიშნო, პროგრამა  “დანერგე მომავალი”, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ 14 000 ჰექტარი ახალი ბაღები გაშენდა, მრავალწლოვანი კულტურები, ასევე ვენახებზე  მინდა ვთქვა, დაახლოებით  6500  ჰექტარი ახალი ვენახები გაშენდა კახეთში, ასევე რაჭაში გაშენდა დაახლოებით  600 ჰექტარი ახალი ვენახები. რა თქმა უნდა, ეს არი არის  საკმარისი, კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ, კიდევ მეტად უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას, იმისთვის, რომ დავძლიოთ სიღარიბე და შევქმნათ კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი, აი ეს უნდა იყოს ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი  ხელისუფლების მთავარი საზრუნავი, რომ მეტად დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას და ხელი შევუწყოთ განვითარებაში და ზოგადად ეკონომიკის გაძლიერებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved