იქნება თუ არა მომღერალი მერაბ სეფაშვილი ,,ლელო ძლიერი საქართველოს” მერობის კანდიდატი? დღეს გავრცელებულ ამ ინფორმაციაზე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ჟურნალისტებთან ასეთ კომენტარს აკეთებს:
„ვერაფერს დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ. გვყავს ბევრი კარგი კანდიდატი და ყველაზე კარგს გამოვარჩევთ. როგორც საზოგადოებამ იცის, ვატარებთ კვლევას, ძალიან მალე, ამ კვლევების და კონსულტაციების შედეგად, გამოვარჩევთ იმ პირს, რომელიც, ჩვენი აზრით, არის ყველაზე შესაფერისი. არცერთ კონკრეტულ კანდიდატზე არ ვისაუბრებ და ვერ ვისაუბრებ. ბევრი ძლიერი კანდიდატი გვყავს, ძალიან ღირსეული ხალხი“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
კომენტარები