მთავარი ის არის, შენი სამშობლო თავისუფალი რომ იქნება, შენ ვინ იქნები – ადამიანი და ქვეყანა თანაბრად ანიჭებენ ერთმანეთს აზრს. “ბოროტი კაცი დანიაშიც ბოროტი არის”, – წერია “ჰამლეტში”. – ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში.
“ლუარსაბ თათქარიძე საფრანგეთშიც ლუარსაბია. იყავი თავისუფალი სამშობლოს ღირსი და მაშინ მთელი სამყაროს ღირსიც იქნები.ცხოვრება პიროვნული პასუხისმგებლობაა და არა (უბრალოდ ან მუდმივად) კოლექტიური თავშესაფარი.” – წერს გია მურღულია.
კომენტარები