რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ისტორიაში პირველად, როუმინგი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზე – უკრაინასა და მოლდოვაზე გავრცელდება.
რიკარდ იოზვიაკის ცნობითვე, უკრაინა და მოლდოვა როუმინგის ზონას 2026 წლის პირველი იანვრიდან შეუერთდებიან.
ვიცი, რომ სიტყვა “ისტორიულს” ეს დღეებია ზედმეტად ხშირად ვიყენებთ, მაგრამ ეს ზუსტად ისტორიული ამბავია. […] პირველად ხდება, როცა როუმინგი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზეც გავრცელდა – უკრაინასა და მოლდოვაზე.
როუმინგი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზე გავრცელდება – უკრაინასა და მოლდოვაზე და ისინი ამ ზონას 2026 წლის პირველი იანვრიდან შეუერთდებიან”, – წერს ის X-ზე.
კომენტარები