Instagram მიმდინარე წლის ზაფხულში ახალი სოციალური ქსელის ამოქმედებას გეგმავს, რომელშიც ტექსტური პოსტები იქნება, მან Twitter-ს კონკურენცია უნდა გაუწიოს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ამჟამად ახალი აპლიკაციის ტესტირება მიმდინარეობს. ამ პროცესში ცნობილი პირები და ინფლუენსერები მონაწილეობენ. ახალი სერვისი Instagram-ის ნაწილი არ იქნება, მაგრამ მათი აკაუნტების დაკავშირება შესაძლებელი იქნება.
კომპანიიდან გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით, სოც. ქსელი ვიზუალურად Instagram-ს დაემსგავსება, მაგრამ ფუნქციებით Twitter-ის Mastodon-ის მსგავსი იქნება. კონტენტი 500 სიმბოლოთი შემოიფარგლება, რაც Twitter-ის ლიმიტზე თითქმის ორჯერ მეტია (280 ნიშანი)
იქ შესაძლებელი იქნება ლინკების, ფოტოების და ვიდეოების დამაგრება.
ახალი პროგრამა დეცენტრალიზებული იქნება და ნებისმიერ მსურველს საკუთარი სერვერის ამოქმედების შესაძლებლობა ექნება, რომელიც სხვებს დაუკავშირდება.
კომენტარები