• რეკლამა
  • კონტაქტი
22:49, ოთხშაბათი, 14 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ინფექციონისტები, იმუნოლოგები, აცრილ-აუცრელები ერთმანეთს ხოცავენ…“ – მაია ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
12:45 09-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

დამოუკიდებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი საქართველოში არსებულ მძიმე ეპიდვითარებას გამოეხმაურა:

„თავს ვიკავებ ფბ აქტივობისგან, რომ ზედმეტად არ დავღალო, ისედაც ემოციურად გადაძაბულ-გადაღლილი ადამიანები. მაგრამ, გროვდება და…

1. ერთი თვის წინ ძალიან მორიდებული პოსტი დავდე, ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით. მინიშნებები იყო, ანუ ქვეტექსტს გამგები გაიგებდა. მორიდებული იმიტომ, რომ არ მინდოდა სალაპარაკო მიმეცა მათთვის, ვინც ყველა უბედურებაში პოლიტიკურ საკვებს პოულობს, ჩემთვის ხომ სააკაშვილის რეჟიმი და მისი კუდები პირდაპირი მნიშვნელობით, უსამართლობის და უბედურების სინონიმია! დღეს ისევ დაგროვდა ბევრი სათქმელი და ვფიქრობ, გაჩუმება უარესია: სიკვდილობამ ძალიან იმატა. ინფექციონისტები, იმუნოლოგები, აცრილ-აუცრელები ხოცავენ ერთმანეთს, ყველა სოლომონ ბრძენობას იბრალებს და საკუთარი აზრი უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტებად წარმოუდგენია.

პოლემიკის კულტურა ბანალურმა დავამ და დაპირისპირებამ ჩაანაცვლა! (იყოს, თუნდაც, ტერმინი – „კონფრონტაცია“).

საზოგადოება უყურებს ამ “„სამეცნიერო ტენისს“ და იცვლება რაიმე? არა! ამ დაძაბულობას ფონად წინასაარჩევნო საუნდტრეკი მიჰყვება.

– რას ვერჩი ფრონტის წინა ხაზზე მომუშავე ექიმებს? – არაფერს, პირიქით, ასი ათასი მადლობა მათ, იმის გაძლებისათვის, რასაც უძლებენ!

– აცრილ-აუცრელის დაავადებების სიმძიმეზე ზოგადი საუბარი ცალკე თემაა, ოღონდ მე ამაში არ შევალ.

– ქრონიკული ავადმყოფობების ასეთი სიმრავლე საქართველოში არის თუ არა დამაფიქრებელი და საგანგაშო? კი!!! პირველადი ჯანდაცვის რგოლის პრაქტიკული განადგურება არის თუ არა ამის ერთ-ერთი უდიდესი მიზეზი? არის!!! როგორც ძლიერი “კუკარაჩას” ინსტიტუტია აუცილებელი რგოლი დანაშაულის პრევენციისთვის, ასევე აუცილებელია ძლიერი “მიშა ექიმის” ისტიტუტი მოსახლეობის დაავადებების დროულად დიაგნოსტირების, თავიდან აცილების და გაქრონიულებასთან ბრძოლის გზაზე. გვიანი დიაგნოსტირება და თან პირდაპირ სტაციონარში – აი, ჩვენი ჯანდაცვის უბედურება! “მიშა ექიმმა”, კი, მიშა ჯანაშვილმა, რომელიც ოჯახის ექიმის სიმბოლოა ჩემთვის,

ოჯახის ყველა წევრის, უბნის ყველა მცხოვრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ზეპირად იცოდა და რაც მთავარია, მცოდნე ექიმი იყო, “მიშა ექიმი”!!!

ჩვენზე ცოტა დიდ, პოსტსაბჭოთა ქვეყანას, ბელორუსიას არ დაუნგრევია ის კარგი, რაც გვქონდა ჯანდაცვის სისტემაში; გამაოცა პოლიკლინიკური სისტემის სიძლიერემ, ქვეყანაში, სადაც ძალიან წინ წავიდა მედიცინა ზოგადად და ტოლს არ უდებს ევროპულ მედიცინას, ოღონდ, ბევრად ხელმისაწვდომია! სანატორულ-კურორტული მკურნალობაც ხელმოსაწვდომია!

ჩვენ სტაციონარები გავამრავლეთ, ქსელებად ვაქციეთ, ფეშენ-დიაგნოსტიკური ცენტრები ყოველ ნაბიჯზე, ფეშენ-ლაბორატორიები. მშრალი ნაშთი? მშრალი ნაშთი არის ბიზნესმენ-მეპატრონეების გამდიდრება, რიგითი ექიმების დაბალი ხელფასები და მრავალ ადგილას მუშაობა, პოლიკლინიკური სექტორის ჯერ გაყიდვა, მერე ნგრევა, “მიშა ექიმების” გაქრობა ოჯახებიდან და უბნებიდან, და შედეგად-ქვეყანაში ქრონიკული დაავადებების მატება! არ უნდა დაგვავიწყდეს სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ყველაზე ქმედითი სისტემა-პათანატომიური კვეთა, რომელიც საქართველოში აღარ არსებობს და გაკვეთის მონაცემებზე აღარ სწავლობს ექიმი, რომელიც აღარც ექიმთა დახელოვნების სისტემაში სწავლობს და 2-3-დღიანი კონფერენციების, კრედიტების გროვების იმედად იმაღლებს ცოდნას, მერე კი გაიდლაინებს მიჰყვება ბეჯითად და საბოლოოდ ირღვევა მედიცინის ფუძემდებლური პრინციპი: „მკურნალობ არა ავადმყოფობას, არამედ ავადმყოფს!“

– დავარქვათ ამას სისტემური კატასტროფა ჯანდაცვის სისტემაში, რომლის ნგრევის 30 წლიან შედეგებს საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ახლა ვიმკით? ალბათ უნდა დავარქვათ!!!

პოლიტიკური სვავები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აკისრებენ ქვეყნის მმართველებს, სხვები – ცუდ მართვას, ზოგნი – მეთოდების მოძველებას. ჯანდაცვის სისტემაში ჩახედული ბევრი სპეციალისტი კი მართლა სასოწარკვეთილია, ამის შემყურე, ჩემსავით!!!

– ეხ, ბიძიებო, დეიდებო, თქვენ არ იყავით, ყოველგვარი “დამცავი რგოლების” გარეშე, ჯანდაცვის სისტემას საძირკველი-პოლიკლინიკური სისტემა რომ გამოაცალეთ, ყველა მოსახვევში გახსნილ სამედიცინო ინსტიტუტს ლიცენზია მიეცით, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუცია მოკალით, პათანატომიური კვეთა მოკალით, მედიცინა მაგარ ბიზნესად გადააქციეთ! თქვენ იყავით, პავლოვის ქუჩის ჯანდაცვის სამინისტროში და ისევ ხართ, ბიძიებო, ახლაც, “მაგარ” სამედიცინო ბიზნესებში!!!

მიშას რეჟიმმა ხომ საერთოდ, უძვირეს, ბევრისთვის მიუწვდომელ ფუფუნებად აქცია სტაციონარული მკურნალობაც კი!!! საავადმყოფოს ვალები, სახლის გაყიდვა (თუ სახლი მაინც ჰქონდა ადამიანს, გასაყიდი), ან საავადმყოფოდან უფულობის გამო გამობრუნებული ადამიანები!!! ეს ხომ იყო!!! თურქეთში, გერმანიაში, ისრაელში წასვლა – ეს ხომ დამკვიდრებული პრაქტიკაა!!! რატომ?

ვუძახოთ „დიქტატორი“ ლუკაშენკოს, მაგრამ, ხომ ფაქტია, რომ ბელორუსის მოსახლეობას ბევრად ეფექტური და ხარისხიანი პირველადი (და არამარტო) ჯანდაცვის სისტემა აქვს, ვიდრე ჩვენ! (ჰკითხეთ პროფესიონალს, ბელორუსიაში საქართველოს ელჩს, ბატონ ვალერი კვარაცხელიას, როგორ ხდება ასე!).

უდავოა, რომ “ოცნებამ” უზარმაზარი ფინანსური ტვირთი მოხსნა ქართულ ოჯახებს და ბევრი, სახლის გაყიდვის ფასის მქონე, დაავადების მკურნალობა ლამის “სახლებში” მოიტანა, უფასოდ (მაგალითად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლითაც მეც მივიღე უდიდესი სიკეთე და მადლიერი ვარ). მაგრამ მოსახლეობის უფასო მკურნალობაზე უზარმაზარი ფინანსური ნაკადების მიმართვის პარალელურად, სუსტია ან არ არის ქმედითი ამ ფინანსების კონტროლის მექანიზმები, რაც, ვფიქრობ, კონკრეტული, მაღალტექნოლოგიური სპეციალიზაციების დაფინანსების ლიმიტირება-შემცირების გზით კი არ უნდა მოხდეს (მაგ. კარდიოქირურგია), და სხვების, ბიზნესის თვალსაზრისით “უინტერესო” სპეციალიზაციების დღემდე “ბარაკებში” “ჩატოვებით” (მაგ. ინფექციური საავადმყოფო), არამედ ე.წ. დაავადებათა “კოდების” კრეატიული, ქმედითი კონტროლის გზით!!!

კოსმეტიკურ რეფორმებს იქნებ ჯობდეს, ამ სისტემის გააზრებული, საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შედგენილი, ქვეყნის და ხალხის სასიკეთო, ძირეული, ქმედითი რეფორმირება, თორემ, ხომ ვხედავთ, თუ დამნახველები ვართ და ხომ გვესმის, თუ გაგონების უნარი შეგვრჩენია, რომ უამრავი ექიმის შრომა დაუფასებელი და ხშირად კაბალურია, ხდება ძლიერი კადრების ქვეყნიდან გადინება, კლინიკების და ფარმაცევტული სფეროს მეპატრონეების გამდიდრება-გადამდიდრება და ხშირ შემთხვევებში სამედიცინო დახმარების ხარისხისა და ფასის ერთმანეთისგან მკვეთრი აცდენა (წლების მიხედვით ჩამოწყობილ, ჩემს სამუშაო ბაინდერებში, სამწუხაროდ, მკურნალობის ხარისხზე სასამართლო დავების შემთხვევების რაოდენობა არათუ იკლებს, არამედ . . . ).

2. სამართლიანობისთვის, და ჩვენი ზოგიერთი დასავლელი „ტოქსიკური მეგობრის” გასაგონად (თუ მართლა უნდათ გაგონება!) უნდა ითქვას, რომ ასეთ საქმეებში ქართული სასამართლო ძალიან აქტიურია და გაბედულ, სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებს, რაც ადრე პრაქტიკულად არ ხდებოდა!

სიმართლე თუ უნდათ, ასეთი დამოუკიდებელი სასამართლო დიდი ხანია, საქართველოს არ ჰქონია!!!

მიზეზ-მიზეზ ყველაფრის გამოქექვა შეიძლება, მაგრამ, გამონაკლისები და ადამიანური ფაქტორი არც მათ ქვეყნებში უნდა ეცოტავებოდეთ; საკმაოდ კარგად ვიცი, კონკრეტული „ქეისებით“, ვითომ და „აღმატებული სამართლის“ ქვეყნებში, ქართველი ემიგრანტების მიმართ განხორციელებული თვალსაჩინო “უსამართლობების” შესახებ, მათი ქვეყნების ციხეებში ქართველების მიმართ განხორციელებული ძალადობების შესახებ, იმ ქვეყნებში მოკლულ თუ დაღუპულ ქართველთა საქმეების უშედეგო გამოძიებების შესახებ!

P.S. 3. ბოლოს, ამ რთულ დროებაში, წინასაარჩევნოდ, ერთი კეთილი რჩევა, ან თხოვნა ხელისუფლებას; ცოტა ნაკლები “შავი” რიტორიკა, ძვირფასებო! თქვენი ამომრჩეველი ხომ იგივე რჩება; ღირსებას, კულტურას, ზრდილობიან კომუნიკაციას აფასებს, აფასებს კონკურენტის(ების) მიმართ საქმიან დაპირისპირებას და არა პიროვნულ შეურაცხყოფას. ჩვენი ხათრით მაინც, ცოტა ნაკლები „შავი“, ტერმინოლოგიაში, ნაკლები პასაჟები შეთქმულების თეორიებიდან, აკი ნათქვამია, „საქმემან შენმან გამოგაჩინოსო“, ჰოდა, გაკეთებული მართლა ბევრია და ნუ დავაკნინებთ ამ გაკეთებულს!“,- ამბობს მაია ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025

ბიზნესი

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან
ახალი ამბები

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან

16:13 05-14-2025
სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

14:17 05-14-2025
შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას
ახალი ამბები

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

14:11 05-14-2025
თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო

13:51 05-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved