• რეკლამა
  • კონტაქტი
21:58, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის პასუხები კორონავირუსის შესახებ ხშირად დასმული კითხვებზე

ალია ავტორი - ალია
16:02 05-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„სერიიდან – ხშირად დასმული კითხვები კორონავირუსის შესახებ
❓ეფექტური აღმოჩნდა თუ არა კორონავირუსის ეპიდემიის კონტროლის შვედური მოდელი?
✍️როგორც ყველასთვის ცნობილია, შვედეთმა მკაცრ საკარანტინო ზომებზე თავიდანვე უარი თქვა და მინიმალური შეზღუდვებით შემოიფარგლა, კერძოდ, აიკრძალა 50 ადამიანზე მეტის შეკრება და სხვა ნაკლებ მნიშვნელოვანი რეგულაციები (მაგალითად, რესტორნებში ბართან მომსახურების აკრძალვა და მხოლოდ მაგიდებთან ჯდომა). მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება შვედეთში კორონავირუსის გავრცელების ტენდენციას, რომ შეფასდეს, სხვა ქვეყნების მიერ გატარებულმა მკაცრმა საკარანტინო ზომებმა უკეთესი შედეგი დადო თუ არა შვედეთთან შედარებით, ანუ ღირდა თუ არა ეკონომიკის დარტყმის ქვეშ დაყენება და ცალკეული ადამიანებისთვის სერიოზული დისკომფორტის შექმნა.
პირდაპირი პასუხი ამაზე ჯერ არ არის, რადგან ჯერ კიდევ წინ არის პანდემიის ეტაპები.
☑️სანამ ჯანმო პანდემიის დასრულებას არ გამოაცხადებს, შედარებების გაკეთება ყოველთვის სპეკულაციური იქნება და მოდელის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც საკმარისად მოძებნიან თავიანთი პოზიციის დამცავ არგუმენტებს, თანაც ინფორმაციას ისე წარმოაჩენენ, როგორც მათი პოზიციის დაცვას დაჭირდება.
☑️ამჟამად შვედეთის მოდელის მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ამ ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილობის მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია. სინამდვილეში, შვედეთი კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვით დღეის მდგომარეობით 25-ე ადგილზეა და თითქმის 2-ჯერ ჩამორჩება, მაგალითად, ბელგიასა და ესპანეთს. სიკვდილობის მაჩვენებლით კი არა პირველ, არამედ მე-8 ადგილზეა და ჩამორჩება კარანტინის ზომების გამტარებელ საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთს, ბელგიას, ბრიტანეთს. რაც შეეხება იმ ციფრს, რომელსაც ეყრდნობოდნენ, როცა შევედეთს სიკვდილობით პირველ ადგილზე მყოფ ქვეყანად აცხადებდნენ, ეს არის მაისის ერთი კვირის მაჩვენებელი და არა საერთო. ერთი კვირის მონაცემით კი საერთო სურათზე მსჯელობა ჯერ ალბათ არ შეიძლება.
☑️კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც შვედეთის მოდელის მოწინააღმდეგეებს მოყავთ, არის ის, რომ შვედები ისედაც დისტანცირებულები არიან ერთმანეთისგან. ეს ალბათ ძალიან სუსტი არგუმენტია, რადგან ინფექციის გავრცელების რისკის შემცველ ადგილებში, რომლებიც კარანტინის მქონე ქვეყნებშია დაკეტილი (მაგალითად, რესტორნები), ძნელად წარმოსადგენია, როგორ დისტანცირდებიან შვედები მეტად, ვიდრე სხვა ევროპული ქვეყნების მოქალაქეები.
☑️აქვე მინდა დავაკონკრეტო, რომ მე არ ვარ შვედეთის მოდელის ფანების რიცხვში და საერთოდ, ვფიქრობ, რომ ჯერ ვერავინ გააკეთებს ზუსტ დასკვნებს, რომელი ქვეყანა ებრძვის უკეთ ვირუსს და რომელი უარესად. მშრალი ციფრებით მანიპულირებაც არასწორია, რადგან ქვეყნებს შორის ძალიან დიდი განსხვავებებია ტესტირების, სტატისტიკური აღრიცხვის და სიკვდილის შემთხვევების რეგისტრაციის კუთხით.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved