დღეს დილით ინდონეზიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ კუნძულზე იავაზე ყველაზე მაღალი ვულკანი ამოიფრქვა – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვულკანი სემერუს ამოფრქვევის შედეგად, ჰაერში 1,5 კმ-ზე ფერფლის სვეტი გამოჩნდა და მიმდებარე ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე სოფელი ფერფლით არის დაფარული.
აღმოსავლეთ ჯავის პროვინციაში კატასტროფების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ჯოკო სამბანგის თქმით, რამდენიმე ასეული ადამიანი გადაიყვანეს დროებით თავშესაფრებში ან სხვა უსაფრთხო ადგილებში.
არის თუ არა მსხვერპლი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ამ საკითხზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.
კომენტარები