ინდოეთში “ყვითელი სოკოთი” დაავადებული პირველი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო PTI წერს.
59 წლის კუნვარ სინგჰს კორონავირუსის ინფექციის ფონზე ერთდროულად სამი სოკოვანი დაავადება – “შავი”, “თეთრი” და “ყვითელი” სოკო – დაუდგინეს.
ამავდროულად, იმავე საავადმყოფოში “ყვითელი სოკოთი” დაავადებული კიდევ ერთი პაციენტი მკურნალობს. დაავადების შესაჩერებლად მას ყბის ნახევარი ნაწილი ამოუღეს.
კომენტარები