დღეს საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება.
პროცესზე სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მივიდა, რომელმაც მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ძალიან ცუდად არის.
„ადამიანი არის მოწამლული. ვიდრე არ გამოვა ეს საწამლავი მისი ორგანიზმიდან, იქნება ძალიან ცუდად და შეიძლება საერთოდ აღარ იყოს… სასამართლოები ჭიანურდება, რაც მისთვის ძალიან საზიანოა. იმედი მაქვს, ყველას მიეზღვევა, ვინც ამ უკანონო პატიმრობაში და მის ტანჯვაში და მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა“, – განაცხადა ალასანიამ.
კომენტარები