• რეკლამა
  • კონტაქტი
17:08, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, იმ პროტესტის დროს იყო ბევრი ფი და ფუ, ვაი, პოლიციის მანქანა როგორ დაწვეს” – გივი თარგამაძე

ალია ავტორი - ალია
01:27 05-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
500

ამათი იარაღით გადაგდება რომ გვდომოდა, ორიათასჯერ გავაკეთებდით, მაგრამ ქვეყანას ვუფრთხილდებით, – ამის შესახებ გივი თარგამაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

თარგამაძის თქმით, ქვეყანა რომ გადარჩეს, ყველაფერი უნდა გააკეთონ, მათ შორის, მისაღებია მწვავე პროტესტიც.

„დეტალიზებული განხილვა, რკინიგზა რა ვარიანტში გაიხსნება, რა ვარიანტში არ გაიხსნება, თუ გაიხსნა, რა მოხდება, წყლის ნაყვაა. ყველაფერი მოხდება, თუ არ იქნება ადეკვატური წინააღმდეგობა. შემდეგი იქნება რკინიგზა, მერე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, მერე, თუ ერდოღანი დარჩა, სამმხრივი ფორმატი ან პირდაპირი ორმხრივი, საბოლოო ჯამში, იქნება ერთმხრივი, სადაც ჩვენ ვიქნებით წაკუზული და ისინი იქნებიან ზედ წამომჯდრები. ვაიმე, ის ფორმა, ეს ფორმა, პოლიციის მანქანა არ დავწვათ, იმას ასე არ ველაპარაკოთ… ქვეყნის გადარჩენა თუ გვინდა, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ამათი იარაღით გადაგდება რომ გვდომოდა, ორიათასჯერ გავაკეთებდით, მაგრამ ქვეყანას ვუფრთხილდებით. ყველაფერში ვგულისხმობ პროტესტს, მაგრამ ისეთ პროტესტს, რომელიც ამათ მოარტყამს ცხვირში, შეაშინებს, როგორც მარტში ეშინოდათ, როგორც გავრილოვის დროს გამოვარდა ის არარაობა, სამკუთხედთავიანი და უცახცახებდა ხმა. ასეთ პროტესტს და იმაზე მეტ პროტესტს ვგულისხმობ. ხომ ნახეთ მაშინ, როგორ შეეშინდათ, ანუ ვიცით, რომ ეშინიათ და თუ ვიცით, რატომ არ ვაკეთებთ იმას, რომ ისე შეეშინდეს, რომ მორჩეს ამ ყველაფერს“, – განაცხადა თარგამაძემ.

როგორც თარგამაძემ აღნიშნა, მარტის პროტესტის დროს, როცა ჩვენთან პოლიციის მანქანის დაწვაზე იყო საუბარი, ნახევარი პარიზი გადაწვეს, რაშიც არაფერია საშინელი. მისივე თქმით, მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს.

„საზოგადოებას პროტესტის მოცულობის ზრდის ულევი რესურსი აქვს. მარტში მიიღეს ისეთი პროტესტი, რომ მოუწიათ ამ კანონის უკან გაწვევა. არ ვამბობ, რაღაც უშველებელი გავაკეთოთ.  უბრალოდ, იმ პროტესტის დროს იყო ბევრი ფი და ფუ, ვაი, პოლიციის მანქანა როგორ დაწვეს. დაწვეს ისე, როგორც წვავენ მილიონჯერ მეტ მანქანას და შენობებს მთელ ევროპაში. ვინ მოიგონა საერთოდ, რომ ევროპული პროტესტი მშვიდი და რაფინირებულია. იმ დღეებში ნახევარი პარიზი გადაწვეს პენსიების გამო. აუცილებლად გადაწვას კი არ ვამბობ, მაგრამ თუ მოხდა, ამაში არაფერია საშინელი, მატრაკვეცული მიტინგები და პროტესტი არაფერ შედეგს არ მოიტანს“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

თეგები: გივი თარგამაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved