ამერიკელმა ბიზნესმენმა და მილიარდერმა, ილონ მასკმა ტვიტერის თანამშრომლების გათავისუფლების ბრძანება გასცა. ამის შესახებ New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
„ტვიტერის თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლება 1-ელი ნოემბრამდე გაგრძელდება, იმ თარიღამდე, როდესაც თანამშრომლებმა უნდა მიიღონ საფონდო გრანტები, როგორც კომპენსაციის ნაწილი“, – წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ ეს მასკს საშუალებას მისცემს, თავიდან აიცილოს დამატებითი ხარჯები.
კომენტარები