პრემიერ-მინისტრის მოწვევით დღეს საქართველოში ილია თოფურია ჩამოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი 18:30 საათზე დაეშვება.
27 წლის მებრძოლი ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება და რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. 21 მარტს თოფურია დინამო არენაზე საქართველო – ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.
ილია თოფურია პირველი ქართველია, რომელიც UFC-ს ჩემპიონი გახდა. მან UFC-ს ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა.
კომენტარები