• რეკლამა
  • კონტაქტი
16:32, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ილია ჭავჭავაძე ლამის სახედ ჰყავთ გამოცხადებული გარკვეულ კასტას, „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს” – რას ნიშნავს საერთოდ აცნობიერებენ? – შალვა პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:28 04-19-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

როგორც კი ჩვენ მოვიქცევით ევროპულად, ჩვენც მოგვექცევიან ევროპულად. როგორც კი ჩვენ მოვიქცევით როგორც ქვეშევრდომები, რომლებსაც თითს დაუქნევენ და გაჩუმდებიან, არც ჩვენ მოგვექცევიან ევროპულად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით საკითხი დგას იმაზე, ვაცნობიერებთ თუ არა იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო გვაქვს და რომ ჩვენით უნდა გადავწყვიტოთ საკითხები.

„ჩვენ მოგვეზღვება ჩვენი საქმეებისთვის. როგორც კი ჩვენ მოვიქცევით ევროპულად, ჩვენც მოგვექცევიან ევროპულად. როგორც კი ჩვენ მოვიქცევით როგორც ქვეშევრდომები, რომლებსაც თითს დაუქნევენ და გაჩუმდებიან, არც ჩვენ მოგვექცევიან ევროპულად. ამიტომ აქ მართლა დგას საკითხი იმაზე, ვაცნობიერებთ თუ არა იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო გვაქვს და რომ ჩვენით უნდა გადავწყვიტოთ საკითხები. ილია ჭავჭავაძე ლამის თავის ერთ-ერთ სახედ ჰყავთ გამოცხადებული გარკვეულ კასტას „ენჯეობის” და ოპოზიციის სიმბიოზს. მაისურებზე აქვთ დატანილი მისი სტენსილები, ნახატები. საერთოდ ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს და რა ფილოსოფიას ატარებდა ილია ჭავჭავაძე. ლოზუნგებად ჰგონიათ ეს ყველაფერი. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს” – რას ნიშნავს საერთოდ აცნობიერებენ? – მაშინ, როდესაც აზომბირებენ საკუთარ მომხრეებს იმ საკითხში, [თითქოს] ჩვენ არ გვაქვს უნარი მოსამართლეები დავნიშნოთ, უცხოელები უნდა ჩამოვიდნენ აქ, როგორც მაშინ ჩამოდიოდნენ, ილია ჭავჭავაძის დროს და უნდა გვინიშნავდნენ აქ მოსამართლეებს, რადგან ჩვენ ამისი ტვინი არ გვაქვს, გამოცდილება, თუ რა ჰგონიათ? სანამ ეს მყვირალა უმცირესობა არ გააცნობიერებს, რომ ევროპა გულისხმობს, რომ უნდა იყო სახელმწიფო და გქონდეს აღქმა სუვერენიტეტის, იქამდე არათუ არ მიგვიღებენ, ჩვენი ადგილიც არ არის ევროპაში. ჯერ ჩვენ უნდა ვიყოთ სახელმწიფო, მერე იქნება ჩვენი ადგილი ევროპაში”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE” ეთერში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved