ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:
,,პატრიარქი ილია მეორე, სანამ ჯანმრთელობა აძლევდა შესაძლებლობას, ტაძრიდან საკმაოდ მოშორებით აჩერებინებდა მანქანას, გადმოდიოდა და გზად, სანამ შევიდოდა ტაძარში, შეეცდებოდა ხოლმე ყველასთვის შეეხედა, თავზე ხელი დაედო დალოცვის ნიშნად და ა.შ.
ჯანმრთელობაშელახულიც ბოლომდე ცდილობდა თავის ფეხით შესულიყო ტაძარში და დაელოცა მრევლი.
მხოლოდ მკვეთრი სისუსტის პერიოდში ჩერდებოდა მისი ავტომობილი ტაძრის შესასვლელთან.
როდესაც პატრიარქს პირველად შესთავაზეს უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და ბრონირებული ავტომობილის გამოყენება, თუ სწორად მახსოვს, მისი პოზიცია უარყოფითი იყო. ის ხშირად ამბობდა, რომ მისი მთავარი მფარველი უფალია და მას არ სჭირდებოდა სპეციალური დაცვა თუ დაჯავშნილი ტრანსპორტი. რამდენადაც მახსოვს, საბოლოოდ, პატრიარქი დათანხმდა დაცვისა და სპეციალური მანქანის გამოყენებას არა პირადი სურვილის, არამედ ინსტიტუციური პასუხისმგებლობის გამო.
ჰო, აქ, ილია მეორეზეა საუბარი და არა რომელიმე რიგით ეპისკოპოსზე ან თუნდაც მოსაყდრეზე, რომლის ფუნქცია მხოლოდ ახალი პატრიარქის არჩევნების ორგანიზებაა და მეტ ტვირთს არავინ და არაფერი აკისრებს.“














კომენტარები