• რეკლამა
  • კონტაქტი
14:04, სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ილია ელოშვილი – სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, ხუთი ახალი პროგრამა ამოქმედდება

ალია ავტორი - ალია
12:27 09-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

მომდევნო წლებში, თბილისის მერიის მიმდინარე პროგრამებთან ერთად, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, ხუთი ახალი პროგრამა იმოქმედებს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა სოციალური პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახალ პროგრამებს შორის იქნება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება: ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია;  ორგანიზებული სკრინინგი: კიბოს პრევენციის მიზნით, მიზნობრივ გამოკვლევებში მოსახლეობის დროული ჩართვა; ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსება: ექოსკოპია, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, ლაბორატორიული კვლევები; სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსება: მენჯ-ბარძაყი, მუხლი.

„ესენია ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, რომელებიც უშუალოდ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე, ოჯახების სოციალურ მდგომარეობას ეხება. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, ხუთი სრულიად ახალი პროგრამა გვექნება. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მედიკამენტებთან ერთად, მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე, შევქმენით სერიოზული, მაღალტექნოლოგიური ბაზა სკრინინგისთვის. დავიწყებთ იმ მოწყვლადი ჯგუფების მოძიებას, რომელთაც შესაძლოა, სკრინინგის ჩატარება სჭირდებოდეთ. ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკის კუთხით, დავაფინანსებთ ახალ კვლევებს და მედიკამენტებს, იმისთვის, რომ მოქალაქეთა გადარჩენისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა შევქმნათ. სახსრების ენდოპროტეზირების მიმართულებით, აქამდე, 60 წელს ზემოთ მოქალაქეების დაფინანსება იყო შესაძლებელი, თუმცა, ძალიან დიდი იყო მოთხოვნა 18-დან 60 წლამდე მოქალაქეების მხრიდან. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ამ მიმართულებით, ასაკობრივი შეზღუდვა მოვხსნათ“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

ამოქმედდება ასევე, შშმ პირთა პერსონალური ასისტირების პროგრამა, რომელიც მოიცავს პერსონალური ასისტენტის მომსახურების დაფინანსებას განათლების მიღებისას, სამუშაოს შესრულებისას, საჯარო სერვისებით სარგებლობისას და ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას. პროგრამის მიზანი სპეციალური სტანდარტის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.

გარდა ამისა, გაფართოვდება მიმდინარე პროგრამები. კერძოდ, ონკომედიკამენტების პროგრამა: ონკოლოგიური დიაგნოზების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტების ჩამონათვალის გაზრდა; არაჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალო მედიკამენტები; რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტები. გაფანტული სკლეროზის პროგრამა: სამკურნალო მედიკამენტებთან ერთად, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსება. დაავადებათა სკრინინგი: საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის კომპონენტი – HPV-ტესტირება.

ასევე, გაგრძელდება სოციალური და ჯანდაცვის ყველა არსებული პროგრამა, მათ შორის, მუნიციპალურ და რაიონულ დონეზე მიმდინარე პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და სპორტულ სკოლებში სწავლის დაფინანსებას; თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობის პროგრამა; შინმოვლის თანადაფინანსების პროგრამა; 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა; სოციალურად დაუცველი ოჯახების პირველ, მეორე, მესამე ახალშობილზე დახმარება.

ამასთან, კვლავ იმოქმედებს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცის, ასევე, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის პროგრამები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved