აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანულმა არმიამ ქალაქი ფიზული და კიდევ 7 სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„ოკუპანტებისგან გათავისუფლდა ქალაქი ფიზული და სოფლები – გოჩაჰმედლი, ჩიმენი, ჯუვარლი, ფირაჰმდელი, მუსაბეილი, იშიღლი და დედელი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა“, – განაცხადა ალიევმა ერისამდი ვიდეომიმართვაში.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.
კომენტარები