• რეკლამა
  • კონტაქტი
22:31, ხუთშაბათი, 11 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იგეგმება, რომ პროვოკაციებმა მძიმე სახე მიიღოს – „ქართული ოცნების“ საგანგებო განცხადება

ალია ავტორი - ალია
13:34 08-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17

„ქართული ოცნების“ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. როგორც უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციონერების მხრიდან მძიმე პროვოკაციები იგეგმება.

„ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიცია, ფაქტობრივად, არ აწარმოებს საარჩევნო კამპანიას, არ საუბრობს რეგიონის მოსახლეობის საჭიროებებზე, და არ აქვს რაიმე თუნდაც პროგრამის მსგავსიც კი. ისინი მოსახლეობას არ სთავაზობენ არაფერს, გარდა დეზინფორმაციისა და ზიზღის კამპანიისა.

  • მეტიც – ისინი არ იყენებენ გარე რეკლამისთვის განკუთვნილ სივრცეებს, მათ შორის არ აქვთ სარეკლამო ბილბორდები, რაც ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ისაუბრონ, თითქოს, კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა და ამის არგუმენტად სარეკლამო სივრცეების თანაფარდობა მოიყვანონ.
  • ოპოზიცია არ იყენებს ფასიან საეთერო დროს თავისი საარჩევნო რგოლების გასაშვებად. იყენებენ მხოლოდ საარჩევნო სუბიექტისთვის განკუთვნილ უფასო სარეკლამო დროს, რათა არჩევნებში მათი გარდაუვალი მარცხის შემდეგ ითქვას, რომ წინასაარჩევნოდ არათანაბარი და არაკონკურენტული გარემო იყო შექმნილი; ეს იმ პირობებში, როდესაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ მარცხის მიუხედავად უფრო მეტი თანხა დახარჯა ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“.
  • ოპოზიცურმა პარტიებმა მუნიციპალიტეტებში არ დააყენეს ისეთი კანდიდატები, რომლებსაც გამარჯვების მინიმალური შანსი მაინც ექნებოდათ, რათა, არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ისაუბრონ, თითქოს, ადგილი ჰქონდა მანიპულაციას და მათი წარმომადგენლები სწორედ ამიტომ დამარცხდნენ ყველა სოფელსა და ქალაქში.
  • ამ პოლიტიკურმა ძალებმა მონაწილეობა არ მიიღეს საოლქო და საუბნო კომისიების პროფესიული წევრების დაკომპლექტებაში, რათა არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ისაუბრონ, თითქოს, კომისიების პროფესიული წევრები მიკერძოებულები იყვნენ.

ყველა ეს გარემოება მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია შეგუებულია არჩევნებში გარდაუვალ მარცხს და არა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის და არეულობისთვის ემზადება.

დიდი ალბათობით, ჩვენი მოსახლეობა ოპოზიციის მხრიდან უპრეცედენტო დეზინფორმაციისა და ზიზღის კამპანიის მოწმე გახდება, ვინაიდან, ამ ძალების მხრიდან, ერთადერთი პოლიტიკური ტაქტიკა პანიკის დათესვაზე, ადამიანური ტრაგედიებით მანიპულაციასა და ამით პოლიტიკური დივიდენდების ჩაწერის მცდელობაზე გადის. სწორედ ამიტომ, ჩვენ უკვე ვხედავ მათგან მძიმე პროვოკაციების მოწყობის მცდელობებს, რაც მაღალი ალბათობით, არჩევნებამდე დარჩენილ ერთ თვეში კიდევ უფრო რადიკალურ ფორმებს მიიღებს. ვინაიდან, მათი გზა არა საკუთარი პროგრამით ჩვენი მოქალაქეების დარწმუნება და მათგან დემოკრატიული ლეგიტიმაციის მიღება, არამედ ზიზღის გაღვივებით, ისტერიის დათესვით და არეულობით განუყოფელი ძალაუფლების დაბრუნებაა.

ეს არის ის ტაქტიკა, რომელსაც უკვე წლებია, ეს ძალები იყენებენ და ეს არის ის ტაქტიკა, რომლითაც ისინი წლიდან წლამდე მარცხდებიან.

ოპოზიციის მიზნებისა და დესტრუქციული დღის წესრიგის მიუხედავად, ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიას წარვმართავთ მშვიდ, საქმიან გარემოში, მოსახლეობას ვესაუბრებით კონკრეტულ საქმეებზე და პროექტებზე, არჩევნებს ჩავატარებთ თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში და არჩევნების მეორე დღესაც არავის მივცემთ ამომრჩეველთა ნების წინააღმდეგ წასვლის შესაძლებლობას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 იწყება!
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 იწყება!

14:26 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved