,,იძულებული ვარ კულტურის სამინისტროს განვუმარტო: “საქართველოს ეროვნული გალერეა” ინსტიტუციაა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის ახალი და თანამედროვე სახვითი ხელოვნების სრულად წარმოჩენას.
მას ნუ ურევთ “გალერეაში”, რომელიც დღეს, ახლა, ამ წუთას მიმდინარე შემოქმედებით პროცესებს უნდა ასახავდეს.
ორივე აუცილებელია!
მეორეს მიხედეთ.
პირველი სანიმუშოდ მუშაობს.”-წერს ნიკა ვაჩეიშვილი.
მანამდე კულტურის ყოფილმა მინისტრმა საზოგადოებას აუწყა, რომ ეროვნული გალერეიდან გააქვთ ცნობილი ქართველი მხატვრების შედევრები:
,,ქალაქის ცენტრში, რუსათაველის გამზირზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მთავარი საგამოფენო სივრციდან გააქვთ დიდი ქართველ არტისტების
– ელენე ახვლედიანის, იაკობ ნიკოლაძის, ლადო გუდიაშვილის შედევრები.
აღარ გვექნება სივრცე, სადაც უცხოელები და ქართველები ვნახავთ დიდ ეროვნულ შემოქმედებას ერთიანად, სრულად, მსოფლიო ღირებულებებით.
ყოჩაღ კულტურის სამინისტროვ.
“მალადეც”…”.
კომენტარები