• რეკლამა
  • კონტაქტი
21:59, ორშაბათი, 16 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იბრძოლეთ – ჟურნალისტებო! იბრძოლეთ და იმედი არ დაკარგოთ! მე თქვენსკენ ვარ და სოლიდარობას გიცხადებთ!!!”

ალია ავტორი - ალია
21:28 03-07-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ემიგრანტი ჟურნალისტი თამუნა თაბუკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“აჭარის ტელევიზიის – “გამონათებების” პერიოდები…

დაარსების დღიდან, აჭარის ტელევიზიის ყველა დირექტორი, თავის რეფორმებს ატარებდა. ყველა დირექტორს ჰყავდა, უკმაყოფილო თანამშრომლები, რომელთა ნაწილი, თუ აგრძელებდა პროტესტს და ბოლომდე ურჩი რჩებოდა, სამსახურიდან გათავისუფლების გარდა, სხვა გზა არ რჩებოდა.

ასლან აბაშიძის დრო – ტელევიზიის დირექტორად, ძალიან ახალგაზრდა გიორგი თარგამაძე დაინიშნა.

19 წლის ნიჭიერმა ახალგაზრდამ, მალევე აუღო ალღო – დირექტორის მოვალეობებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მას შეეძლო დამოუკიდებელი მმართველი გამხდარიყო, ხელისუფლების პოლიტიკით მუშაობა არჩია (სამწუხაროდ).

“ვარდების რევოლუციის შემდეგ, დაიწყო პირველი გამონათება. თანამშრომლების ნაწილი მიხვდა, რომ ტელევიზიას მუშაობის კურსი უნდა შეეცვალა და სიტყვის თავისუფლებაზე ალაპარაკდა. პროტესმა, მაშინაც ქუჩამდე გააღწია და დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, “ომი” მოიგო – ახლადმოსულ ხელისუფლებასთან ერთად…
როგორც მოსალოდნელი იყო, რეორგანიზაციას, ვერ გადაურჩა მაუწყებელი – ურჩები გაუშვეს, მორჩილები დატოვეს…

გასაკვირი, არც შემდეგი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მომხდარა. გამარჯვებულმა “ოცნებამ”, ტელევიზიის სადავეები აიღო ხელთ და რეორგანიზაცია, ამ შემთხვევაშიც შეეხო, თანამშრომელთა ნაწილს, ხოლო
ტელევიზიას, ახალი დირექტორი დაუნიშნეს – სოსო სტურუა, რომელიც მორჩილად ასრულებდა, ხელისუფლების მითითებებს – დიდი კაბინეტის გვერდით მდებარე, პატარა ოთახში – მხართეძოზე წამოწოლილი.
რა ანაღვლებდა? მთავრობიდან შემოსული ერთი ზარი, რომლის ავტორი ირაკლი ჭეიშვილი იყო და ყველაფერი მწყობრად მომუშავე, საათის ისრებს ჰგავდა.
ვისთვის როგორ და საათის ისრები, ყველასთვის თანაბრად არ მუშაობდა…
პირველი ზეწოლის ფაქტი 2014 წელს გამოვლინდა, როცა ყველაზე რეიტინგული გადაცემის წამყვანს, პრობლემები შეექმნა.
თბილისში მივდიოდი, მატარებელზე მაგვიანდებოდა და მეგობარს ვთხოვე, სადგურზე წაყვანა. გზაში კი ახალი ამბავი გავიგე…

  • ნათიას ათავისუფლებენ ტელევიზიიდან.
  • რატომ?
  • არ პატიობენ თვითმმართველობის არჩევნებში, სხვა პარტიიდან კანდიდატად მონაწილეობას. სტურუა ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს, გადაცემის მომზადებაში, რომ იძულებული გახდეს და წამოვიდეს ტელევიზიიდან.
    ძალიან გავბრაზდი!
    ეს, ის სოსო სტურუა არ იყო, ჩვენი მოგებული არჩევნების შედეგად, რომ დავსვით ტელევიზიის დირექტორად? უკვე ხაბაძის და ჭეიშვილის ხელისბიჭიც გამხდარა…
    თბილისისკენ მიმავალი მატარებლიდან დავრეკე ბათუმში და სასწრაფოდ საქმის მოგვარება მოვითხოვე…
    საქმე მოგვარდა, მაგრამ, თურმე დროებით. თუმცა, დროებითიც მოგვარდა – ჩემი და ნათიას შემთხვევით შეხვედრის შემდეგ.
    თითქოს მიწყნარდა ყველაფერი. ტელევიზია მუშაობას განაგრძობდა, ხოლო სოსო სტურუა – დივანზე კოტრიალს!
    ჟურნალისტები ახალ ამბებზე მუშაობდნენ, თანამშრომელთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ერთი ზარი და თვლემისგან გამოსული დირექტორი, უარს ვერ უბედავდა მთავრობის აპარატს, ვერც ახალი წევრის მიღებაზე და ვერც ჭეიშვილის ახუნტრუცებული ხელის ბიჭის პრეტენზიულ გამოხტომებს – ახალი წელი, მის ოჯახში უნდა გაეტარებია, ტელევიზიის მაყურებელს. ოღონდ, რა დამსახურებისთვის, არავის აინტერესებდა – არც დირექტორს, არც ჟურნალისტს და არც ოპერატორს. ხოლო, მაყურებლის აზრი და კითხვა: რატომ? ვინ არის? – კითხვებად რჩებოდა…
    გავიდა დრო…
    ტელევიზიის ახალი თანამშრომლების ნაწილი, საქმეს გულდასმით ეკიდებოდა, ნაკლებად კონტაქტობდნენ დირექტორთან. სიუჟეტებშიც და გადაცემებშიც – თავისუფლად დაიწყეს მუშაობა – ანალიტიკურმა ჯგუფმა, საკუთარი წრე შეჰკრა.
    ერთ დღესაც გააღვიძეს დირექტორი და უთხრეს, რომ ვადა გაუვიდა და სახლში გამოძინების ნებართვა მისცეს.
    ტელევიზიაში, ახალი პროცესები დაიწყო და დირექტორის პოზიციაზე, შესარჩევი კონკურსის გამარჯვებული – ნათია კაპანაძე გახდა.
  • ნათია, რამდენად შეძლებთ შექმნათ – დამოუკიდებელი ტელევიზია? თქვენ შეძლებთ დაიცვათ ტელევიზია, გარე პოლიტიკისგან?
    ნათია თითქოს მშვიდად იჯდა, უნივერსიტეტის აუდიტორიაში. თან მასთან ერთად მოსულ ჟურნალისტს აწყნარებდა, რომელმაც იუკადრისა ჩემი შეკითხვა და თან თვითონაც ეტყობოდა აღელვება – მანაც აშკარად იუკადრისა.
  • რატომ გიკვირთ? თუ გავითვალსწინებთ, წლების განმავლობაში, ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს, ჩემგან ეს კითხვა, აბსოლუტურად ლოგიკურია…
  • დიახ, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ტელევიზიის საქმიანობა იყოს, აბსოლუტურად დამოუკიდებელი.
    გაღიმებული მოვემზადე, მეორე კითხვის დასასმელად…
    მეორე კითხვის ზუსტი პასუხი, რამდენიმე თვის შემდეგ გავიგე – ტელევიზიის თანამშრომლების ურჩობა და არა, სპეც-ტანსაცმლის და სპეც-აქსესუარების უქონლობა…
    პირველი კითხვის პასუხის შესრულება შესძლო – ტელევიზიის მშვენიერმა დირექტორმა. სარედაქციო პოლიტიკა, იმდენად დამოუკიდებელი გახდა, თვითონ “ნიუს-რუმის” ჟურნალისტებსაც კი უკვირდათ. ხოლო პოლიტიკური ამბიციონისტები, ერთმანეთს აბრალებდნენ, ტელევიზია შენს პარტიას ემსახურება და მგონი უფრო შენსასო…
    გათავისუფლებული და უკმაყოფილო თანამშრომლები, ახალ დირექტორსაც ჰყავდა. სასამართლოში შეტანილი საქმეებიც და აბუნტებული დარჩენილი თანამშრომლებიც…
    2018 წლის გაზაფხული.
    ტელევიზიის დირექტორს, იმ ოთახში ვეწვიე , სადიპლომოს თემაზე კომენტარის ჩასაწერად, სადაც სოსო სტურუას ძილის აჩრდილი იყო შემონახული და რომელიც ნათიამ, კაბინეტად გადააკეთა…
  • ნათია, ვიდრე ჩაწერას დავიწყებდეთ, რაღაც მინდა გითხრა…
    ჩვეული ღიმილით:
  • გისმენ.
  • იმდენად ხარ დაკავებული გარე საქმეებით, ტელევიზიის შიგა სამზარეულოს ვეღარ უსინჯავ პულსს, რაც აუცილებლად იჩენს თავს და კარგად არ დასრულდება…
    ისევ უკადრისობა, ისევ თავაზიანი უკმაყოფილო მზერა და უარყოფა…
    ზუსტად ერთი წელი მწიფდებოდა ბუნტი. ამ ერთი წლის განმავლობაში, ტელევიზიას ახსოვს, დახურული გადაცემების გამო პროტესტი, რომელიც, როგორღაც ჩაცხრა (მეტს არ ვიტყვი 🙂 )…
    ერთი წლის შემდეგ, ხელისუფლებამ თავისი გაიტანა – ბორდის წევრების დახმარებით, ნათია კაპანაძე – დროზე ადრე გაუშვეს დირექტორობიდან…
    დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კი, გადაყენებული დირექტორის მოადგილე – ნათია ზოიძე დაინიშნა, რომლის მოადგილედ აყვანა, გვიან მოიფიქრა, ყოფილმა დირექტორმა. თავისდროზე რომ ეფიქრა და მოადგილის პოსტი დროებით არ გაეუქმებინა, ტელევიზიის შიგა სამზარეულოს ამბები არ გამოეპარებოდა.
    შეცდომები: ზვიად ქორიძის კონსულტანტად დანიშვნა. მიუხედავად იმისა, რომ ქორიძეს ვიცნობ და მისი კონსულტანტობა, ფრიად მისაღებია, ტელევიზიის თანამშრომლების გამუდმებული წუწუნის საფუძველზე და მათ მიერ ხელფასის მომატების მოთხოვნის ხარჯზე, ახალი კადრის მიღება, რომლის ხელფასი, სულ მცირე 3-ჯერ აღემატებოდა, ჟურნალისტების და ოპერატორების ხელფასებს, სწორედ რომ ბუნტის საფუძველი იქნებოდა.
    მარინა ვაშაყმაძე – ძალიან ნიჭიერი, საქმიანი და მცოდნე ქალბატონი. ოღონდ, პრობლემა აქაც იყო და სწორედ ისეთი, როგორიც ზვიად ქორიძის შემთხვევაში.
    მთავარი შეცდომა: გაგექცა ტელევიზია ხელიდან. მხოლოდ ღიად დატოვებული კაბინეტის კარები და შიგნით მოჭვრიტინე თვალები, ვერ მოაგვარებდნენ პრობლემებს…
    საბოლოოდ, ან ნათია ზოიძეს ვინ დატოვებდა, რომლის მუშაობაც ყველაზე მეტად მომწონდა და ახლადარჩეული ბორდის წევრების დახმარებით, აჭარის მთავრობამ და აჭარის უმაღლესმა საბჭომ (ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით), ტელევიზიას ახალი დირექტორი მოუვლინა.
    ბატონი კოხრეიძე კი მოსვლისთანავე დაერია მოადგილიდან მოყოლებული და “ქვას-ქვაზე არ ტოვებს”ტელევიზიაში – რიგითი ჟურნალისტებით დამთავრებული, რომლებიც, როგორც იქნა შეგუებულები იყვნენ – დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით მუშაობას – თანდათან ათავისუფლებს ტელევიზიიდან.
    ორი საზოგადოებრივი მაუწყებლის, ორი დირექტორი – მაღლაფერიძე და კოხრეიძე – თითქოს ერთი კვერცხიდან გამოჩეკა, ხელისუფლებამ!!!
    მომინდომესო აქ, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკაო და ტელევიზიას სულ მალე, პოლიციის ყვითელ გამაფრთხილებელ -შემაკავებელ ლენტსაც შემოავლებენ – დანაშაულის გამოსაძიებლად კი არა, დანაშაულის დასაფარად!
    იბრძოლეთ – ჟურნალისტებო!
    იბრძოლეთ და იმედი არ დაკარგოთ!
    მე თქვენსკენ ვარ და სოლიდარობას გიცხადებთ!!!
    ოღონდ, ყველამ არა და გაიხსენეთ ზოგიერთებმა, ხელისუფლებების ხელქვეითებიც იყავით, ერთ დროს და თავში ჩამოთვლილი მაგალითების ავტორ-წამყვანებიც!!!
    თუმცა…
    თუ ახლა მაინც ბოლომდე იბრძოლებთ – თქვენს მხარდამჭერად მიგულეთ!!!
    პ.ს. ამბავი აქ არ მთავრდება. არც წერა მეზარება, ზოგიერთი მკითხველია ზარმაცი და წაკითხვა დაეზარება… 🙂
    თანდათან მოვყვები დანარჩენს და მეტი დეტალებით… თუნდაც ის, თუ როგორ და რატომ არ გაუშვა არცერთმა ტელევიზიამ, ჩემთან ჩაწერილი კომენტარები – 2013 წელს…
    ისე, რომ იცოდეთ, ვინც არ იცით – ის სოსო სტურუა, დღეს აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრია (დაუფასდა უდრტვინველი ძილი), მაგრამ სახლში გამოძინებას მოახერხებს – მისი ხმა, ისედაც მუჭში აქვს ხელისუფლებას, ისევ – ბორდის დანარჩენ წევრებთან ერთად…”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved