იაპონიის ორმა რეგიონმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შეაჩერა მას შემდეგ, რაც Moderna-ს პრეპარატებში უცხო ნაწილაკები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
გუმას პრეფექტურაში ვაქცინების ფლაკონებში პატარა შავი ნაწილაკები იპოვეს, ოკინავაში კი ასეთი ნაწილაკები შპრიცებსა და ფლაკონებში შეინიშნებოდა.
იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ზოგიერთი ინციდენტი, შესაძლოა, ფლაკონებში ნემსების არასწორად ჩასმით იყოს გამოწვეული და ეს ნაწილაკები, შესაძლოა, რეზინის საცობის ნაწილები იყოს.
თავას Moderna-ში აცხადებენ, რომ უსაფრთხოებასთან ან ეფექტურობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არ არსებობს.
კომენტარები