იაპონია 2 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინის ატომური ელექტროსადგურების დასაცავად. ამის შესახებ Japan Today იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოშიმასა ჰაიაშიზე დაყრდნობით წერს.
იაპონელი ექსპერტები უკვე იმყოფებიან უკრაინაში. უახლოეს კვირებში კიდევ იგეგმება ექსპერტების მორიგი ჯგუფის გაგზავნა უკრაინაში.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ხუთი ატომური ელექტროსადგურია: ზაპოროჟიის, სამხრეთ უკრაინის, რივნეს, ხმელნიცკის და ჩერნობილის. ჩერნობილის ატომური სადგური გაჩერებულია და არ მუშაობს.
2 ელექტროსადგური რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.
კომენტარები