• რეკლამა
  • კონტაქტი
23:17, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჰოსპიტლებში 3 000-მდე თავისუფალი ადგილია, მძიმე პაციენტთა რაოდენობა არ იზრდება, „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს – გამყრელიძე

ალია ავტორი - ალია
13:13 02-06-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის ცირკულაცია სერიოზულია და აქტიური შემთხვევების რაოდენობა ჯამში 210 000-ზე მეტია.

თუმცა, გამყრელიძის თქმით, ძირითადი ზეწოლა არის ლაბორატორიულ და ამბულატირიულ სექტორზე, ასევე ონლაინ კლინიკებზე.

„პიკი არ გადაგვიგორებია. პიკური პერიოდი გრძელდება ქვეყანაში და მაღალი დადებითობის მაჩვენებელიც მიუთითებს, რომ ინფექციის, ვირუსის ცირკულაცია სერიოზულია. პიკის შესახებ უფრო ვიმსჯელებთ სამშაბათ-ოთხშაბთს, როგორი იქნება მონაცემები. ერთადერთი, ოდნავ დამამშვიდებელი არის ის, რომ დილის მონაცემებითმ რეპროდუქციის ინდექსი შემცირებულია. ჯერჯერობით, ინფექციის ცირკულაცია ძალიან სერიოზულია.

210 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, ჰოსპიტალიზაცი 3%-მდეა. ზეწოლა ჰოსპიტლებზე ძირითადად არ იზრდება. ზეწოლა არის ლაბორატორიულ და ამბულატორიულ სექტორზე, ონლაინ კლინიკებზე, მაგრამ ჰოსპიტლებში 3 000-მდე თავისუფალი ადგილია და არ იზრდება მძიმე პაციენტების რაოდენობა. მერყეობს 1 000-1 100 ფარგლებში”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, „ომიკრონი” დელტა ვარიანტან შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ მოქალაქეები ამან არ უნდა გაათამამოს, რადგან შემთხვევათა რაოდენობა ძალიან დიდია.

„შესაძლებელია, გაიზარდოს მოთხოვნა ჰოსპიტალიზაციაზეც. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია, იმართება როგორც ამბულატორიულ, ისე ჰოსპიტალურ დონეზე. სიკვდილიანობაც არ იზრდება, 30-ზე მეტია, მაგრამ არ არის 80-მდე, რაც გვქონდა. ამ მხრივაც სიტუაცია გაუმჯობესებისკენ მიდის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved