Latest Post

საქართველოს პროკურატურის განცხადება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.დ. დამნაშავედ ცნო.  სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 1 ივლისს, ქ.გორში, ჰ.დ.-მ დ.ს.-ს, რომელსაც ეძინა და უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა, განსაკუთრებული სისასტიკით, შვილების - ა.ს.-ს და ა.ს.-ს თვალწინ, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დ.ს. ადგილზე გარდაიცვალა.   სამართალდამცავებმა ჰ.დ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით  (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.   გორის რაიონულმა სასამართლომ ჰ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

“ოცნება ბიძინას გარეშე პატარძალთან სიძის გარეშე მისული მაყარია, პატარძლის “გაიმმასმქნებელი” რომ არაა არავინ!”

“ოცნება ბიძინას გარეშე პატარძალთან სიძის გარეშე მისული მაყარია, პატარძლის “გაიმმასმქნებელი” რომ არაა არავინ!”

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში, წერს: "ღამეა, ახლა, და "ქართულ ოცნებაზე" მეფიქრება. კომენდატის საათია, თორემ, წარვიდოდი "წყლის პირს სევდიანი...

“პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური 13%-მა დაკარგა, ხოლო შემოსავალი 12%-ს შეუმცირდა” – NDI-ის კვლევა

“პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური 13%-მა დაკარგა, ხოლო შემოსავალი 12%-ს შეუმცირდა” – NDI-ის კვლევა

ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრთა გამოკვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 13% აცხადებს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური დაკარგა. ამავე გამოკიტხვის თანახმად,...

“ნაცმოძრაობის” წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ

“ნაცმოძრაობის” წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები რამდენიმე დღის წინ საწვავის ფასის გაძვირების წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი...

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შეთავაზება II და III თაობის პრიუსის მფლობელებისთვის

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შეთავაზება II და III თაობის პრიუსის მფლობელებისთვის

ტოიოტას ძრავები შექმნილია ხანგრძლივი და შეუფერხებელი მუშაობისთვის, ეკონომიურობისთვის და საიმედოობის უზრუნველყოფისთვის ნებისმიერ პირობებში, მაგრამ ამ მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად საჭიროა რეგულარული...

გვერდი 22804 27937 1 … 22,803 22,804 22,805 … 27,937