Latest Post

დაცვის თანამშრომლის ცემის გამო, პარაოლიმპიელი ზვიად გოგოჭური დისკვალიფიცირებულია

დაცვის თანამშრომლის ცემის გამო, პარაოლიმპიელი ზვიად გოგოჭური დისკვალიფიცირებულია

ქართველი პარაოლიმპიელი ძიუდოისტი, ზვიად გოგოჭური დისკვალიფიცირებულია. ამის მიზეზი ტოკიოში, ერთ-ერთი სასტუმროს დაცვის ცემა გახდა.  საუბარია, 16 აგვისტოს იაპონურ გამოცემაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ქართველმა პარაოლიმპიელმა ტოკიოში...

იტალიამ “ვაქცინაციის პასპორტების” გაცემა დაიწყო

ყალბი Covid პასპორტების გაცემის ბრალდებით აზერბაიჯანში გამოძიება დაიწყეს

ყალბი COVİD-19-ის  დამზადებისა და გაცემის ფაქტებზე აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ინფორმაცია ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა. გამოძიების ცნობით, ექიმები გარკვეული თანხის...

ღარიბაშვილი სააკაშვილზე: თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს, გვაქვს ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში

ღარიბაშვილი სააკაშვილზე: თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს, გვაქვს ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში

“სააკაშვილს თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს, გვაქვს ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა...

ირაკლი ღარიბაშვილი- შუახევის ტურისტული პროექტები რეგიონს ახალ სიცოცხლეს შესძენს და ტურისტული ლოკაციების და ვიზიტორების რაოდენობას გაზრდის

ირაკლი ღარიბაშვილი- შუახევის ტურისტული პროექტები რეგიონს ახალ სიცოცხლეს შესძენს და ტურისტული ლოკაციების და ვიზიტორების რაოდენობას გაზრდის

შუახევის მუნიციპალიტეტში ტურისტული პროექტების განხორციელება რეგიონს ახალ სიცოცხლეს შესძენს და ტურისტული ლოკაციების და ვიზიტორების რაოდენობას გაზრდის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შუახევის ტურისტული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურის შეფასებით,  ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის და მეტი ტურისტის მოსაზიდად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მსგავსი ტიპის ტურისტული პროექტების განხორციელებას. პრეზენტაციაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 5 პროექტი წარადგინა,  რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 30 მილიონ 750 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტების განხორციელება დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და ადგილობრივებს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს. პროექტის მიხედვით, ჩირუხში ევროპაში ყველაზე გრძელი 2-ზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა, რომლის ღირებულება 10 მლნ ლარს  შეადგენს. ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმის მიხედვით, ბათუმიდან 1,5 საათის სავალ მანძილზე მოეწყობა ინფრასტრუქტურა ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრებით, ხიდებით და ავთენტური წისქვილების სადემონსტრაციო სოფლით. პროექტის ღირებულება 10 მილიონ ლარს შეადგენს. კურორტ გომარდულში ტობოგანისა და საბაგიროების მშენებლობის პროექტი მზადდება, რაც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებას ახალ სიცოცხლეს შესძენს. პროექტის ღირებულება 10  მილიონ ლარამდეა. შუახევში, ჯვარიმინდორის მთაზე ტურისტული თავშესაფრები და საკეპინგე ზონა შენდება, რომლის ბიუჯეტი 250 000 ლარს შეადგენს და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. პროექტი შუახევს ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და გურიასთან მთებით დააკავშირებს.  ასევე მიმდინარეობს ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებზე გარდამავალი საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკის მოწყობა, რომელიც სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტი, რომელიც ევროკავშირის ენპარდის მხარდაჭერით ხორციელდება, ოქტომბერში დასრულდება და მისი ბიუჯეტი დაახლოებით 500 000 ლარს შეადგენს.

სააკაშვილის მორიგი მცდელობაა, რომ მოხდეს მისი რეინკარნაცია, მაგრამ რამდენიმე თვეში ვიხილავთ მას მორიგ ჯერზე გამოძევებულს – ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, ასევე, მოიტანა ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ 2012 წლის პირველ ოქტომბერს

„ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ასევე, მოიტანა ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს, - ამის შესახებ...

გვერდი 20900 27989 1 … 20,899 20,900 20,901 … 27,989