ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა და ახალი ქსელი ექსპლუატაციაში შევიდა
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, საბურთალოს რაიონში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში ახლით შეიცვალა 1.5 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული ქსელი, დამონტაჟდა ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულები, ასევე მოეწყო საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ წყალმომარაგების ახალი ქსელი ექსპლუატაციაში შევიდა. შედეგად ლეო და ნოდარ გაბუნიებისა და მიმდებარე ქუჩებზე 1000-ზე მეტ აბონენტს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა მომსახურების ხარისხი. აღნიშნულ პროექტში ჯივიპიმ 500 000 ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აქტიურად აგრძელებს თბილისის სხვადასხვა რაიონში მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებს.






