22:41, ოთხშაბათი, 2 სექტემბერი, 2026

Latest Post

ირაკლი ღარიბაშვილი- შუახევის ტურისტული პროექტები რეგიონს ახალ სიცოცხლეს შესძენს და ტურისტული ლოკაციების და ვიზიტორების რაოდენობას გაზრდის

ირაკლი ღარიბაშვილი- შუახევის ტურისტული პროექტები რეგიონს ახალ სიცოცხლეს შესძენს და ტურისტული ლოკაციების და ვიზიტორების რაოდენობას გაზრდის

შუახევის მუნიციპალიტეტში ტურისტული პროექტების განხორციელება რეგიონს ახალ სიცოცხლეს შესძენს და ტურისტული ლოკაციების და ვიზიტორების რაოდენობას გაზრდის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შუახევის ტურისტული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურის შეფასებით,  ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის და მეტი ტურისტის მოსაზიდად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მსგავსი ტიპის ტურისტული პროექტების განხორციელებას. პრეზენტაციაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 5 პროექტი წარადგინა,  რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 30 მილიონ 750 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტების განხორციელება დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და ადგილობრივებს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს. პროექტის მიხედვით, ჩირუხში ევროპაში ყველაზე გრძელი 2-ზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა, რომლის ღირებულება 10 მლნ ლარს  შეადგენს. ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმის მიხედვით, ბათუმიდან 1,5 საათის სავალ მანძილზე მოეწყობა ინფრასტრუქტურა ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრებით, ხიდებით და ავთენტური წისქვილების სადემონსტრაციო სოფლით. პროექტის ღირებულება 10 მილიონ ლარს შეადგენს. კურორტ გომარდულში ტობოგანისა და საბაგიროების მშენებლობის პროექტი მზადდება, რაც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებას ახალ სიცოცხლეს შესძენს. პროექტის ღირებულება 10  მილიონ ლარამდეა. შუახევში, ჯვარიმინდორის მთაზე ტურისტული თავშესაფრები და საკეპინგე ზონა შენდება, რომლის ბიუჯეტი 250 000 ლარს შეადგენს და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. პროექტი შუახევს ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და გურიასთან მთებით დააკავშირებს.  ასევე მიმდინარეობს ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებზე გარდამავალი საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკის მოწყობა, რომელიც სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტი, რომელიც ევროკავშირის ენპარდის მხარდაჭერით ხორციელდება, ოქტომბერში დასრულდება და მისი ბიუჯეტი დაახლოებით 500 000 ლარს შეადგენს.

სააკაშვილის მორიგი მცდელობაა, რომ მოხდეს მისი რეინკარნაცია, მაგრამ რამდენიმე თვეში ვიხილავთ მას მორიგ ჯერზე გამოძევებულს – ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, ასევე, მოიტანა ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ 2012 წლის პირველ ოქტომბერს

„ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ასევე, მოიტანა ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს, - ამის შესახებ...

ეკატერინე ტიკარაძე: „ფაიზერის“ ვაქცინა გადანაწილდება სამ დიდ ქალაქში

ტიკარაძე: კერძო კლინიკების აქტივობა საკმაოდ გართულებულია, ადამიანური რესურსი აღარ გვაქვსო

„ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჰოსპიტალური სექტორის რესურს. ჩვენ მაქსიმალურად ვმართავთ ჩვენი პაციენტების ნაკადებს ჰოსპიტალურ სექტორში და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც აღარ...

ფხენიანი უარყოფს, რომ კიმ ჩენ ინის მდგომარეობა მძიმეა

პანდემიის დაწყებიდან COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა – ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა ისევ აცხადებს, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში COVID-19–ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს....

ეკატერინე ტიკარაძე: ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება

ტიკარაძე: სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ

„საბჭოს მხრიდან დამატებით გუშინ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებს, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, სახელმწიფოს მხრიდან გაეცემათ 500-ლარიანი...

გვერდი 20364 27453 1 20,363 20,364 20,365 27,453