• რეკლამა
  • კონტაქტი
16:19, ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,გვითხარით, რა გინდათ?!….“ – ხათუნა ხოფერია აქციის მონაწილეებს

ალია ავტორი - ალია
23:23 05-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,214

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეებს მიმართავს:

,,გვითხარით, რა გინდათ?!….

თუ ხელისუფლების შეცვლას ითხოვთ, გვითხარით ვის გვთავაზობთ სანაცვლოდ!
სახელები და გვარები გვითხარით!…

ყველასთვის გასაგებია, რომ გამჭვირვალობის კანონის უეცარმა შემოტანამ გარკვეული დაბნეულობა და გრაფიკის ცვლილებები გამოიწვია სახდეპისა და ომის გლობალური პარტიის მიერ საქართველოსთვის შემუშავებულ გეგმაში, რაც არჩევნებზე გადატრიალებას გულისხმობდა შემდგომში რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვის მიზნით.

დიახ, პროცესი, რომლის ფინალური აკორდი აარჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე უნდა ჩამოეკრათ, 6 თვით ადრე დაიწყო და გარკვეული მნიშვნელოვანი პუნქტები, მოუმზადებლობის გამო, ცაში გამოეკიდა.

მთავარი პუნქტი, რაც წინასაარჩევნო პროცესში ნაბიჯ-ნაბიჯ და უმტკივნეულოდ უნდა გაეკეთებინათ- ახალი ლიდერების, სანდო სახეების, სუფთა სახელ-გვარების, მათთვის სანდო პროფესიონალების გამოვლენა, საპროტესტი პროცესში ჩანერგვა და ამ ბაზაზე- “არალეგიტიმური” ხელისუფლების ალტერნატივის შექმნა იყო.

პროცესი დაიწყეს! მაგრამ ის რთულად წარიმართა… ოპოზიციურ ფლანგზე გაიზარდა შიდა დაპირისპირებები, ერთმანეთის ჩაშვება- გაშავებები, ერთმანეთის შანტაჟი და მუქარა, გაიზარდა საკუთარი პერსონებისა და პარტიების შეთავაზების საკმაოდ აგრესიული ფაქტები! (ხაბეიშვილის შექმნის, ჩეროლეიშვილ-სააკაშვილის დაპირისპირების, ვაშაძე- ჩარკვიანის სიმბიოზის და სხვა მარავალი ფაქტი…)

პროექტი შეჩერდა… დრო ბევრი იყო….

კანონის უეცარმა გამოჩენამ და იმან, რომ საპროტესტო ტალღა სწრაფად აგორდა, (სხვათა შორის, ისევ ძველი, ჩასარეცხად გამეტებული პოლიტიკოსების ხელშეწყობით), აქციებმა მიიღო ქაოტური და სასაცილო ხასიათი! ჩვენთვის სასაცილო… მათთვის კი, დილემური და ძნელად გადასაჭრელი! სხვათა შორის, რთული აღმოჩნდა სააკაშვილის გვერდზე გაწევა… ის დღესაც იბრძვის ლიდერობისთვის! ( კომენტარებში დავდებ მის ბოლო წერილს).

ცნობისთვის!… ერთია, არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის არცნობისა და ამ ტალღაზე გამოსული ახალგაზრდების მართვით, ახალი ლიდერების ნდობით, იდეოლოგიურად გამართული მოთხოვნებით და სახელმწიფოს, ხელისუფლების კონსტიტუციის ფარგლებში დამხობა….
მეორეა, როდესაც მოქმედ, წარმატებულ, მოქალაქეების სრული ნდობით აღჭურვილ და ამ ნდობის საფუძველზე უმრავლესობით მოსულ ხელისუფლებას ამხობ …. თან ვინ????! ….ვინ???!…

ჰოდა, აი აქ უნდა ჩავწეროთ ის სახელები და გვარები, რომელსაც გვეტყვით! რომელთა მსოფლმხედველობასა და იდოლოგიას გავეცნობით, რომლებსაც, თქვენი ვერსიით, გადავაბარებთ ჩვენი სამშობლოს მართვის სადავეებს!

ტექნიკური მთავრობა და კოალიციური მარაზმი ვერ ჩაანაცვლებს არსებული ხელისუფლების 12 წლიან სამშვიდობო პოლიტიკას , ევროლიბერალიზაციას, კანდიდატის სტატუსს და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლას – დიახ, უცხო ქვეყნის ფინანსების გამჭვირვალეობის კანონითაც!!!

საქართველოს ყავს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება!
საქართველო სახელმწიფოა!
საქართველო სუვერენული სახელმწიფოა!
საქართველო უპირველესად სამშობლოა და ღმერთის ტოლია!
მამული, ენა, სარწმუნოება!

ღვთისმშობელო, დღეს შენი წილხვედრობის დღეა! შენ დაიფარე და გააძლიერე ქართველი ხალხი, მხედრობა და მთავრობა მისი!

ამინ!”

თეგები: ხათუნა ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved