ნოემბერში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული ბესიკ თამლიანის პატიმრობაში დატოვების საკითხს ეხმაურება სოციალურ ქსელში პანკისის სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი.
მაჩალიკაშვილი იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც ამბობენ, რომ თამლიანის გასათავისუფლებლად აქციის მოწყობას აზრი არ ჰქონდა.
„გუშინ და დღეს ასეთი კითხვები მესმის გარკვეული ნაწილისგან – ჩვენ რომ გამოვსულიყავით ქუჩაში თამლიანს გამოუშვებდნენ?
არა, თამლიანს არ გამოუშვებდნენ. უბრალოდ ხვალ შენს დაჭერას ვერ გაბედავენ.
მე ამ კითხვაზე პასუხი ასეთი მაქვს,”- წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
კომენტარები