გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, პურის საცხობში გარდაცვლილი კაცი იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, 35 წლამდე კაცი ბუნებრივი აირით გაიგუდა. ადგილობრივების ცნობით, საცხობში პური გაზის გამოყენებით ცხვება.
სხვა დამატებითი დეტალები და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
კომენტარები