• რეკლამა
  • კონტაქტი
22:54, სამშაბათი, 27 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გულწრფელი მადლობა შემჩნევისთვის, მაგრამ – „არა!“ და „არა“! – რაზე ამბობს უარს გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
13:50 03-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ხშირად მთავაზობენ ან მეკითხებიან, ვარ თუ არა დაინტერესებული პოლიტიკით – მოტივით ,,ყველას უყვარხარ”, რაც თავის მხრივ, უკიდურესად დროებითი ამბავი მგონია – ბარემ, კიდევ ერთხელ, ცხად და საბოლოო პასუხს გავცემ – არა. პოლიტიკაში ამ სიტყვის პოპულარულ გაგებას ვგულისხმობ, თორემ ზოგადი აზრით, ადამიანები პოლიტიკური არსებები ვართ და ამ საქმეში მეც ისე ვმონაწილეობ, როგორც ყველა თქვენგანი. მქონია თუ არა შემოთავაზება? დიახ, არაერთი და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფებისგან. ჩემი პასუხი იცით – ცხადია, სრულიად გულწრფელი მადლობა შემჩნევისთვის, მაგრამ – „არა!“ და „არა“ – არა იმიტომ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა – ბინძური მხოლოდ მაშინ არის, თუ მას ცუდი ადამიანები მოირგებენ.და „არა“ – არა იმიტომ, რომ მე ვინმეზე მაღლა ვდგავარ. უბრალოდ სხვა ვნება მაქვს, სხვა ინტერესები. იქ, სადაც მხედავთ, გარდა ერთი-ორი გაკეთებული საქმისა, მგონია, რომ საჯარო მოხელის სტანდარტი მაინც შემოგთავაზეთ – სხვადასხვა ხელისუფლებასთან და განსხვავებულ პარლამენტის თავმჯდომარეებთან მუშაობისას ერთხელაც ვერ დაძებნით ჩემს სახელისუფლო ან სხვა პარტიათა სასარგებლო მოქმედებას. ვერც საკუთარი თანამშრომლებისთვის აზრის გამოხატვის მცირედ შეზღუდვას დაგვაბრალებთ – სრულიად პირიქით კი, უამრავ მაგალითს იპოვით. ეს მეამაყება და ჩემი პოლიტიკაც ეგ არის. მგონია, რომ ვარ პატრიოტი მოქალაქე და შესაბამისად, მაქვს დაუფარავი აზრი სხვადასხვა საკითხის მიმართ – ეს ხან ერთს აწყობს, ხან მეორეს, მაგრამ ამის მიხედვით არასდროს დამიწყვია ფიქრი.მქვია მწერალიც და ვფიქრობ, ყველაზე მეტად იმ პროფესიის ხალხს არ უხდება ვინმეს ლიქნა, ვისაც დამკვირვებელი და ამ დაკვირვების სხვისთვის განმდობი ჰქვია. გავიარე არაერთი საცდური და ბეწვის ხიდი – გარედან ყველაფერი სხვაგვარია, შიგნიდან კი სხვანაირად დუღს. მოკლედ, ყოვედღიური პოლიტიკა არ არის ჩემი ასპარეზი. ისედაც უამრავ საქმეს მოვედები და სამის დამატება განვიზრახე: კინო, ფოლკლორი და სოფლის მეურნეობა. პირველი ეკრანთან და წიგნებთან ყოფნას მოითხოვს, მეორე ხალხთან და მესამე – მიწასთან. ჰო, ცოტა ფოტოხელოვნებაც. მაქვს ჟინი, რომ უკეთესი ქვეყანა გვქონდეს – ნაკლები სიძულვილით და მეტი შრომით. დამოუკიდებლობით, რომელიც ფიქრში ვარჯიშს ეფუძნება, ფიქრში ვარჯიში კი განათლებას მოითხოვს. აი, მანდ კი გეგულებოდეთ – კეპით, ნაკლები პროტოკოლით და ბევრი წიგნით. საჯაროობით დაღლა და მობეზრება მაქვს – გიდასტურებთ. ამ აზრით ნელ-ნელა ჩრდილისკენ გავჩოჩდები, თუმცა ეს მოშვერილ კამერას იგულისხმებს და არა გაკეთებულ საქმეს.თქვენთვის და თქვენი#გიორგიკეკელიძე#giorgikekelidze“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved