• რეკლამა
  • კონტაქტი
05:56, ორშაბათი, 3 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გუბაზი სააკაშვილს ეუბნება, რომ სხვა გზა აღარ გრჩება, ამიტომ გადარჩენისთვის, ჩვენთან ერთად უნდა ჩამოაყალიბო ახალი გუნდი, რომლის საშუალებით რევოლუციას მოახდენ“, – ახვლედიანი

ალია ავტორი - ალია
12:50 01-26-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების ფონზე, თანაგუნდელებისგან განაწყენებული ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, სრულიად ახალ პოლიტიკური აქტორების გვერდით აღმოჩნდეს. სააკაშვილს ახალი გუნდის ჩამოყალიბებას ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძე სთავაზობს, ამის შესახებ “პრაიმტაიმს“ ინფორმაციას პოლიტიკის ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი აწვდის.

როგორც ახვლედიანი აცხადებს, გუბაზ სანიკიძემ სააკაშვილს პირდაპირ უთხრა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს და მისი გადარჩენისთვის მასთან ერთად ახალი გუნდის ჩამოყალიბებაა საჭირო.

„გუბაზ სანიკიძე არის მიხეილ სააკაშვილის გამოკვეთილი მხარდამჭერი. სანიკიძე ახლა ცდილობს, სააკაშვილის ახალი გარემოცვა ჩამოაყალიბოს და ექსპრეზიდენტს ახალი პოლიტიკური ჯგუფი შესთავაზოს. სანიკიძემ სააკაშვილს უთხრა, ის გარემოცვა, რომელიც „ნაცმოძრაობაში“ გყავს, არაფრის მომცემია და რომ შენი პარტია აღარ არსებობს, ამიტომ გუნდი უნდა განაახლო.

გუბაზი სააკაშვილს საკუთარ თავსა და ახალ ჯგუფს სთავაზობს. საუბარია იმ ჯგუფზეც, რომელიც კიევში სააკაშვილთან იმყოფებოდა. გუბაზი სააკაშვილს ეუბნება, რომ სხვა გზა აღარ გრჩება, ამიტომ გადარჩენისთვის, ჩვენთან ერთად უნდა ჩამოაყალიბო ახალი გუნდი, რომლის საშუალებით რევოლუციას მოახდენ“, – განაცხადა ახვლედიანმა.

წავა თუ არა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი წევრებით დაკომპლექტებულ პარტიაში? – როგორც ახვლედიანი აცხადებს, სააკაშვილი იმ ჯგუფთა წავა, რომელიც მისი ციხიდან გათავისუფლების პროცესში დიდ როლს ითამაშებს.

„უნდა აღნიშნოს, რომ სააკაშვილს დიდი არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვს, თუ  ვის გაჰყვება. ვინც მოახერხებს ციხიდან მის გამოყვანას, იმასთან წავა და ის გახდება მისი რევოლუციური სცენარის თანაგუნდელი, თუმცა ოპოზიცია რომ ციხიდან მის დახსნას ვერ შეძლებს, ფაქტია“,- განაცხადა ახვლედიანმა.

რა გეგმები აქვს გუბაზ სანიკიძეს სააკაშვილთან დაკავშირებით, ამის გასარკვევად “პრაიმტაიმი” მას დაუკავშირდა, თუმცა სანიკიძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. 

ცნობისთვის, გუშინ ოპოზიციონერმა გუბაზ სანიკიძემ, მიხეილ სააკაშვილის გარდა,  ყველა ოპოზიციონერს „ნულების პარადი“,  ხოლო  ექსპრეზიდენტს რეალური მებრძოლი უწოდა.

„ნდობის ძალიან დაბალი ხარისხი მაქვს ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ, ზოგთან შედარებით ნაკლები, მაგრამ ზოგთან – განულებული, ნულების პარადია, ჩემს თავსაც ვგულისხმობ.

ნურავის ეწყინება. დანამდვილებით ვიცი, რომ ოპოზიციიდან ძალიან  ბევრი თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. მხოლოდ ერთი კაცია, ვინც ხელისუფლებასთან შეკრული არ არის, ეს არის სააკაშვილი, ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული და მის თანამებრძოლად ვთვლი თავს“, – განაცხადა გადაცემა „რეაქციაში“ გუბაზ სანიკიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved