• რეკლამა
  • კონტაქტი
21:27, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,გთხოვთ, გამოიჩინოთ თანადგომა, რათა ვიხსნათ ცოტნე გამსახურდია ფატალური შედეგისაგან”

ალია ავტორი - ალია
00:53 03-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

მანანა არჩვაძე-გამსახურდია მოგმართავთ ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, აღმსარებლობისა, ასაკისა და სქესისა!
გთხოვთ, გამოიჩინოთ თანადგომა, რათა ვიხსნათ ცოტნე გამსახურდია ფატალური შედეგისაგან ან სამუდამო დაინვალიდებისაგან, – ამის შესახებ საქართველოს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მანანა არჩვაძე-გამსახურდია Facebook-ის გვერდზე წერს.

რორც იგი აცხადებს, ცოტნე გამსახურდია მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„მესამე თვე სრულდება სტამბულის აჩი ბადენის კლინიკაში მოთავსებიდან . შედეგი თითქმის უმნიშვნელოა. ეს კლინიკა არ არის ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის მაპროფირებელი. ეს გახლავთ ჩვეულებრივი, ონკოლოგიაზე ორიენტირებული სამოქალაქო საავადმყოფო, რომელიც უძლურია მსგავსი ავადმყოფების მიმართ ჩაატაროს მკურნალობის ის მეთოდები, რომელიც ცოტნეს მდგომარეობას დიამეტრალურად შეცვლიდა.

ჩემთვის ცნობილი არ იყო თბილისიდან გამომგზავრებისას, თუ რომელ კლინიკაში გადაგვყავდა ცოტნე. ორიენტაცია აღებული მქონდა თურქეთის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ჰოსპიტალზე ან ამერიკის სამხედრო აკადემიის ჰოსპიტალზე, რომელიც ფაქტოვბრივად სამ თვეში გამოჯანმრთლების პროცესის წინაშე დაგვაყენებდა.

“ჩემთვის უცნობი” პიროვნებები დღესაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ცოტნეს გადაყვანას ზემოთხსენებულ რომელიმე ჰოსპიტალში, რაც რეალური საფრთხის წინაშე აყენებს მის სიცოცხლეს, მის ჯანმრთელებას.

მოგიწოდებთ ყველას, ერთად ვიზრუნოთ ცოტნეს გამოჯანმრთელებაზე და სხვა ჰოსპიტალში გადაყვანაზე. ნუ დამიყუპავთ შვილს , რომლის სიცოცხლეს და მის სრულფასოვნებას ებრძვიან გარკვეული პიროვნებები.

მოგიწოდებთ ყველას, მე – დედა მანანა არჩვაძე- გამსახურდია, რომელსაც გამოუცხადეს ბრძოლა, რადგან მიუღებლად მიიჩნია ცოტნეს მიმართ ჩატარებული არაპროფესიონალური მკურნალობა, (რომლის წინაშეც რამოდენიმეჯერ დავდექი, როდესაც ცოტნე იმყოფებოდა შოკურ მდგომარეობაში). უკანასქნელად ა. წ. 21 თებერვალს 13:00 საათზე, საავადმყოფოს ფიზიოთერაპიულ განყოფილებაში მისულს ცოტნე დამხვდა ჰიპერვოლემიურ შოკში, რომლის დროსაც ჰემოდინამიკური მაჩვენებლები კრიტიკულად გაუარესდა (დიასტოლური წნევა 36 მმ-მდე , სუთქვის სიხშირე R – 30-35 ‘ ; პულსი P – 180 ‘). მე, ყოველივე ეს მონაცემები რომ არ დამეფიქსირებინა, იქ მყოფებმა მონიტორი მომენტალურად გამორთეს!!!

აღსანიშნავია, რომ ყოველივე ამ “ექსპერიმენტს” ესწრებოდა ე.წ. მხარდამჭერი თანმხლებ მამაკაცთან ერთად, რომელიც ჩემი მისვლისთანავე გაიპარა.

დერეფანი სავსე იყო საავადყოფის დაცვის სამსახურის თანამშრომლებით, პალატა იყო ღია. მიხვდი თუ რა უბედურების მომსწრე უნდა გავმხდარიყავი , ამივარდა ტირილი , რიც გამოც დამიპირისპირდა ადგილობრივი ადმინსტრაცია (თითქოს ჩემმა ტირილმა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა სხვა ავადმყოფებზე). სწორედ ეს გახდა “საბაბი”, რათა ჩემთვის აეკრძალათ ცოტნეს ნახვა, თავიანთი დანაშაულის გადასაფარად.

ამა წლის 21 თებერვალს (შემთხვევის დღეს) 4 საათის შემდეგ ცოტნე გადაყვანილიქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, რითაც ფატალურ შედეგს გადაურჩა. მსგავს შემთხვევებს რომოდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი, რითაც იკვეთება ან არაპროფესიონალიზმი ან მიზანმიმართული ქმედება ცოტნეს სიცოცხლის ხელყოფისა.

მოგმართვათ ყველას! გამოიჩინოთ თანადგომა ცოტნესა და მისი მრავალჭირნახული დედის მიმართ, რათა ამ კლინიკიდან გადაყვანილ იქნას ზემოთხსენებულ ერთ-ერთ ჰოსპიტალში, რითაც საშუალება მოგვეცემა გადავარჩინოთ ცოტნეს სიცოცხლე.

P.S. ჩემი ტირილი იმასთან შედარებით, რაც ჩემს მიერ კვირაში სამჯერ მაინც დაფიქსირებულა რეანიმაციულ განყოფილებასა და მის დერეფანში რა მოსატანია.

ავადმყოფების ოჯახის წევრები, მეზობლები და ახლობლები ემოციებს უმძიმესი ფორმებით გამოხატავდნენ ყოველივეს მიმართ, რის წინაშეც ადგილობრივი დაცვის სამსახურიც უძულური იყო. ჩემი ტირილის მიზეზზე ლაპარაკი იქ მიმდინარე პროცესებთან შედარებით მართლაც რა მოსატანია . პროფესიონალი დედა მეოცე დღეა რაც ჩამოაშორეს შვილს, რომელიც ცოტნეს ე.წ. “მკურნალობაში” გამოსავალს ვერ ხედავდა.

დანარჩენზე, რაც უშუალოდ ექიმებთან ჩემი შეთანხმებით მოხდა ცოტნეს სასიკეთოდ, შემდეგ მოგახსენებთ…
აქვე მინდა დავძინო, მიუხედავად არაერთი მცდელობისა დავკაშირებოდი და საქმის კურსში ჩამეყენებინა, ამ საგანგაშო მდგომარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯომარე, თავდაცვის მინისტრი, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი უშედეგო აღმოჩნდა. დაბლოკილი აღმოვჩნდი სრულად საქართველოს ხელისუფლებისაგან. დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია… პატივისცემით მანანა არჩვაძე- გამსახურდია“ – წერს მანანა არჩვაძე-გამსახურდია.

,,იმედინიუსი”

თეგები: ცოტნე გამსახურდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025

ბიზნესი

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად
ახალი ამბები

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად

16:55 08-20-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი

13:53 08-20-2025
თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

13:17 08-20-2025
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved