ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანაში არჩევნებმა აზრი დაკარგა.
“გავიღვიძე და მართლა ყველგან არ დაუწერიათ გამარჯვება? ვინც ფიქრობს, რომ ეს გაყალბება კი არადა, გადაზელვა შერჩებათ და ვადამდელი არ დაინიშნება, ნეტარია. აგერ თქვენ, აგერ მე და აგერ იაპონია. ქოცების ხელში არჩევნებმა აზრი დაკარგა! მე პირადად, არჩევნების აზრს ამ ქვეყანაში ვეღარ ვხედავ! ოღონდ, ასეთი ოპტიმისტი და ასეთი შემართული, დიდი ხანია, არ ვყოფილვარ. ცვლილებები არის გარდაუვალი და ამ ცვლილებებს მოიტანს ქოცთა, პასტით დაწერილი გამარჯვება”, – წერს გრიგოლია.
კომენტარები