• რეკლამა
  • კონტაქტი
16:24, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებულ პირს – კობა ხუნდაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

ალია ავტორი - ალია
09:44 10-23-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
123

დეველოპერ კობა ხუნდაძეს, რომელიც, პროკურატურის განმარტებით, სუს-ის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან არის დაკავშირებული, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. მის წინააღმდეგ გამოძიება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და ლეგალიზების ბრალდებით მიმდინარეობს.

სამშენებლო კომპანია “დაგის” 100%-იანი წილის მფლობელს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდების მხარის ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს 81 ერთეული უძრავი ქონება თბილისში და მრავალჯერადი ფულადი ტრანზაქციები, რომლებითაც ხუნდაძემ, პროკურატურის მტკიცებით, მილიონების წარმოშობა დამალა. სწორედ მის ერთ-ერთ ბინაში იქნა აღმოჩენილი ჩხრეკის შედეგად 1 300 000 დოლარზე მეტი.

“ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რომელიც გულისხმობს უსამართლო შემოსავლის ლეგალიზაციას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მას ბრალი აქვს წარდგენილი დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. პროცესზე დასაბუთებულ იქნა ბრალდების მხარის მიერ პატიმრობის გამოყენების საჭიროება. სასამართლომაც გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და მიიჩნია, რომ, ამ შემთხვევაში, პატიმრობა არის აღკვეთის ღონისძიების პროპორციული სახე. დღეის მდგომარეობით, ის იმყოფება პატიმრობაში. რაც მას ბრალად აქვს წარდგენილი, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე,” – აცხადებს საქმის პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.

პარალელურად, თითქმის სამი მილიონი დოლარი ამოიღეს სამართალდამცველებმა ყოფილ მთავარ პროკურორთან – ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, მიხეილ ჩოხელისა და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებიდან.

როგორც “კურიერს” ჩოხელის ადვოკატმა განუმარტა, მის დაცვის ქვეშ მყოფი წლებია კერძო სექტორშია დასაქმებული; ეწევა ლეგალურ ბიზნეს საქმიანობას, საიდანაც ოფიციალურად აქვს დეკლარირებული სოლიდური შემოსავლები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved