გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. „კოვიდ-19“ სოფელ ფლავის მცხოვრებს დაუდასტურდა. ის გორის ჰოსპიტალში ინფიცირებული უმცროსი მედდის პირდაპირი კონტაქტია.
გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სამი სოფლიდან ლუგარის ლაბორატორიაში 17 ნიმუში იყო გაგზავნილი. კორონავირუსის ახლად გამოვლენილი ფაქტი შიდა ქართლში „კოვიდ-19“-ის უკვე მერვე შემთხვევაა.
ნიუპოსტი
კომენტარები