• რეკლამა
  • კონტაქტი
17:13, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გოგის წინასწარი პატიმრობა დაუშვებელია! გოგი უნდა იყოს გარეთ “

ალია ავტორი - ალია
20:21 03-31-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

„ალიას“ ესაუბრება, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, კახა კუკავა.

– გოგი წულაია, ვიდრე დაიჭერდნენ, ცოტა ხნით ადრე წამივიდა „თავისუფალი საქართველოდან“. რატომ დატოვა პარტია? რაიმე კონფლიქტი ხომ არ მოხდა თქვენს შორის?

– რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა განსხვავებული შეხედულებები. ახლა ამაზე არ ვისაუბრებ, რადგან ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ საკითხებზე არ ვისაუბრებდით საჯაროდ. ძალზე ცივილიზებურად დავშორდით. არც ერთ საკითხზე არ გვიჩხუბია, არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა ჩვენს შორის. გოგის პარტიიდან წასვლას ჩვენს ურთიერთობაზე არ უმოქმედია. სამწუხაროა, რაც მას შეემთხვა, გოგის თავისი პოლიტიკური გეგმები ჰქონდა და იმედს ვიტოვებ, რომ გადალახავს ამ დაბრკოლებას და გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას.

– გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით არის დაჭერილი და რაც ინფორმაცია გავრცელდა ამ ფაქტის შესახებ, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

– ცალსახად მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. ზოგადად, ამ კატეგორიის, ქალზე ძალადობის საქმეზე ვიტყვი, როდესაც სახელმწიფო აპრიორი არის ქალის მხარეს, ეს არ არის სწორი და ეწინააღმდეგება  მართლმსაჯულების პრინციპს. ჩვენში ქალზე ძალადობის საკითხები არის ძალიან პოლიტიზირებული. ქალზე ძალადობა დანაშაულია, მაგრამ ქალი თუ კაცს უჩივის, თუ აპრიორი არ არის კაცის დანაშაულის მტკიცებულებები, არ შეიძლება სახელმწიფომ ყოველთვის დაიჭიროს ქალის მხარე. ერთადერთი ჩამოყალიბებული პოზიცია რომელიც მაქვს, როგორც იურისტს, ის არის, რომ გოგის წინასწარი პატიმრობა დაუშვებელია. გოგი უნდა იყოს გარეთ და ჰქონდეს იმის საშუალება, საკუთარი სიმართლე დაუმტკიცოს საზოგადოებას, როგორც ასმათ დვალიშვილი ზის ტელევიზიებში და საკუთარ პოზიციას გამოხატავს, ამის საშუალება გოგისაც უნდა ჰქონდეს.  კანონის მიხედვით, რაც წინასწარი პატიმრობის საფუძველია, გოგის შემთხვვაში  სასაცილოც კი არის, არც ერთი საფუძველი მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებისა, არ არსებობს. ჩვენთან  ჩამოყალიბდა ასეთი პრაქტიკა, რომ ქალზე ძალადობის ყველა შემთხვევაში გამოიყენება საპატიმრო ღონისძიება, რაც ცალსახად ანტიკონსტიტუციურია და ამას არც გოგის შემთხვევაში გადაუხვია სახელმწიფომ. ეს არის თეა წულუკიანის შემოღებული სრულიად ბრიყვული პრაქტიკა.

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“

თეგები: გოგი წულაიაკახა კუჭავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved