„ახალი სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გოგი წულაიამ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
როგორც ის ამბობს, მთავრობამ იმდენი ვერ მოახერხა, რომ ერთი ავტობუსის ნაცვლად ორი დაენიშნა და მგზავრთა რაოდენობა ისე გაეკონტროლებინა, რომ დისტანცია დაცული ყოფილიყო.
წულაია მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირებაზე დაწესებული შეზღუდვა გააუქმოს.
„მოვუწოდებ ამ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ტყუილად ფათურობს და ზღაპრებს ყვება თავის თავზე, სასწრაფოდ გააუქმოს მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება. ამდენის თავი მაინც უნდა გქონდეს, რომ ერთის ნაცვლად ორი მარშუტკა გაუშვა და უზრუნველყო ის, რომ ტრანსპორტში არ იყოს ზედმეტი მგზავრი, არ იყოს ფეხზე მდგომი და იყოს დისტანცია დაცული. ამის გაკეთების თავიც არ გაქვთ? სხედხართ და ზღაპრებს გვიყვებით, როგორ ააყვავეთ ქვეყანა“, – განაცხადა გოგი წულაიამ.
კომენტარები