• რეკლამა
  • კონტაქტი
18:47, პარასკევი, 27 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გლოვისა და თანაგრძნობის რომელ ქართულ ტრადიციებში ჯდება ცეკვა-სიმღერა და არა ცრემლი და მდუმარება?“ – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
10:28 02-28-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

გლოვისა და თანაგრძნობის რომელ ქართულ ტრადიციებში ჯდება ცეკვა-სიმღერა და არა ცრემლი და მდუმარება?, – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე.

„სატანური როკვითა და სიმღერით გამოხატული „გლოვა“

ზოგადად ტრაგედიების და ამ შემთხვევაში ომის ტრაგედიის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის ნაცმოძრაობის საფირმო ნიშნად იქცა. (2008 წლის წაგებული ომის ზეიმი რუსთაველზე,2022 რუსეთ-უკრაინის ომზე მიძღვნილი კონცერტი რუსთაველზე).
მართალია, მოქალაქეთა ერთი ნაწილი, გულწრფელად განიცდის უკრაინის ტრაგედიას, მაგრამ გასაკვირია, რატომ ვერ გრძნობს ბევრი მათგანი, რომ ანგაჟირებული, ყავლგასული, კრიმინალი „პოლიტიკოსები“ ცდილობენ გულწრფელი ემოციების საკუთარი მიზნებისათვის გამოყენებას.
„ჩვენ გვებრძვიან, სისხლში გვახრჩობენ და გვხოცავენ, მაგრამ ჩვენ მაინც ვმღერით და ვცეკვავთ“ – თითქოს ამის თქმა უნდათ სისხლისღვრასა და გვამებზე ავადმყოფური ჟინით შეპყრობილი როკვის ტრადიციის დამამკვიდრებლებს.
გლოვისა და თანაგრძნობის რომელ ქართულ ტრადიციებში ჯდება ცეკვა-სიმღერა და არა ცრემლი და მდუმარება?
სვანური გლოვის ზარიც სწორედ სულისშემძვრელი განცდისა და მწუხარების გამოძახილია, მელოდიური ტირილია და სრული ანტიპოდია იმისა, რის დამკვიდრებასაც დღევანდელი მოცეკვავე და მომღერალი „თანამგრძნობები“ გვთავაზობენ ტრაგედიის მსხვერპლებისათვის ვითომდა თანადგომის გამოსახატავად.
მათ შინაგანად ახარებთ,როგორც ინდივიდთა ასევე ქვეყნის უბედურება, რადგან მიაჩნიათ, რომ თუ ქვეყანა ნაომარი, დაშლილი და ჩამოქცეულია, დაძაბულობის შემოტანის მეტი საშუალება ჩნდება, ხელისუფლებაზე მეტ თანამგრძნობებად წარმოჩნდებიან, ხელისუფლებას რუსეთის მომხრეებად მონათლავენ და შანსი მიეცემათ ქვეყნის ჩამოშლის, დამხობის და მართვის სადავეების ხელში ჩაგდების.
საბედნიეროდ, მათ ასეთ მორიგ ბოროტ და ბნელ მისწრაფებებს არც ამჯერად უწერია ახდენა“ – წერს კაკაბაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved