• რეკლამა
  • კონტაქტი
11:00, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა“ – ეკა კუპატაძე

ალია ავტორი - ალია
12:17 03-23-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,290

“გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა.ძალიან მოკლედ ვიტყვი;

უახლესიდან დავიწყებ.

სავარაუდოდ ჩემი ფეისბუქი მალე წაიშლება, ამიტომ ინფორმაციებს აქ მითითებული გვერდიდან დავდებ ხოლმე. https://www.facebook.com/share/1DzyEYGLYh/ (გთხოვთ, გამოიწერეთ.)

სასამართლო პროცესები იმართება ყოველ დღე, მთელი დღის განმავლობაში. სავარაუდოდ 10 აპრილამდე, გაბაშვილს და რიკაძეს, ასევე ჩიქოვანს ერთ-ერთ ბრალში, გამოუტანენ განაჩენს.

გუშინ დაიკითხა დიდი დიღმის ჩხუბის მოწმეების ნაწილი. ჩიქოვანის დედას ჩემთან უთხოვია შეხვედრა და ხომ წარმოგიდგენიათ, მათ რას უზამდა, ჰოდა ჩვენებების აბურდვა სცადეს ამ ცხვირმოუწმენდავმა მკვლელებმა—რაღაცები ,,არ იციან”, რაღაცები ,,არ ახსოვთ”….რა თქმა უნდა, არაერთხელ აიხლართნენ ტყუილში…. ბევრია და ყველას ვერ ჩამოვთვლი.

აი, ის ნაძირალა ხომ გახსოვთ, დემეტრე კასრაძე, გიგაზე რომ დაწერა მეგონა მოკვდაო. ჰოდა მაგ მესიჯი დაწერა თუ არა, არ ახსოვს! მერე რა, რომ სქრინი არსებობს, მას არ ახსოვს და… უფრო მეტიც, ერთ-ერთი ჩხუბის ვიდეო გადაღებულია უშუალოდ რიკაძის ტელეფონით. ამ ჩხუბში ექსპერტიზამ ამოიცნო ჩიქოვანი და ამ ჩიქოვანის დედა ისეთი სახედაკარგულია, ათქმევინა, ვიღაც მასკიანები ჩხუბობდნენ, დემეტრემ გააშველაო. ამ დროს, რიკაძის ტელეფონით რომ არის გადაღებული და მისი თქმით, რიკაძე იქ არ იყო, ეს ვეღარ გათვალეს რეგვენებმა!..

.კიდევ უფრო მეტი, ეს დემეტრე კასრაძე ისეთი ნაძირალაა, ერთ-ერთ ჩხუბში თავის თავი ამოიცნო, მაგრამ თქვა, რომ სხვას არავის იცნობს!!!! დემეტრე კასრაძევ, აქ მე ვარ, გიგა ავალიანის დედა!ეგ ,,მასკვა სვიაზები” შენთან გასდით ჩიქოვანებს, ჩემთან არა!!!! მასე, ანი ნასყიდაშვილმაც კი მიწერა მეგობარს, ,,პირი ღია დამრჩა, რომ გავიგე გაბაშვილის ჩხუბი და დაჭერა”-ო!!! თქვენ დედათქვენებს კი არ ელაპარაკებით, პროკურორის კითხვებს სცემთ პასუხს და მოსამართლე გისმენთ!!! (,მასკვა სვიაზებზე” ფარული მოსმენების დროს საუბრობს გიორგი ჩიქოვანი, დემეტრეს ნაძირალა ძმა.)

სასამართლოზე მივიდა ჩემი შვილი ნიკა, ჩემი ძმა ირაკლი და მათი რიგი რომ მოვიდა, მკვლელების ადვოკატებმა უდავოდ ცნეს ორივეს ჩვენება. რისთვის მიაყვანინეს პროკურორს, მკვლელების და მათი ოჯახის წევრების გულისამრევი სახეები რომ დაენახა ნიკას?????……

როცა ის პატარა გარყვნილი, ნია იმნაძე, დაიბარეს სასამართლოზე, ადვოკატმა გიორგი ლეკიშვილმა, თავი გაიგიჟა, დასტრესილია და მოგიკვდებათ პროცესზეო. მაგრამ აქ პროკურორი ქეთი სონიძე იყო და არა ლუკა გამყრელიძე, ან მიხეილ კუპრაშვილი და არ გამოუვიდა თაღლითობა ლეკიშვილს. ამიტომ, სხვა ხერხს მიმართეს, გაბაშვილის და რიკაძის ადვოკატებმა პროკურორს დაურეკეს და უდავოდ ცნეს შეყვარებული პრინცესების ჩვენებები და აღარ მიიყვანეს პროცესზე არც ნია იმნაძე და არც ანასტასია ბერუაშვილი

!წარმოიდგინეთ ხალხნო, თურმე გიგა ავალიანმა ,,ბავშვი” ისე შეავიწროვა, რომ სასოწარკვეთილი ბავშვი სამყაროს კითხვებს უსვამდა და პასუხს არავინ აძლევდა, მერე კი დარდობდა, რომ ამ უპასუხო კითხვების გამო, ახალგაზრდა ადამიანი მოკლეს. და ამ ,,ბავშვს” სასამართლოსთვის სათქმელი არაფერი აქვს!!!!!

დაიკითხა ნია იმნაძის დამრიგებელიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ის ბოდვა წერილი, რაც დედამ გამოაქვეყნა, მისი აზრით ნიას დაწერილი არ არის, რადგან ნიას მსგავსი შფოთვები არ ჰქონდა!

უდავოდ გახადეს სკოლა ,,ინტელექტის” დირექტორის ჩვენებაც.

კი იცით, როგორი ნაძირლები არიან, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ. ერთმა ადამიანმა მომწერა, გაბაშვილის მამა სპორტ დარბაზში ვარჯიშობსო. ამ დროს, მე ის მიხარია, დასუფთავების გადასახადში გიგა ჯერ რომ არ წაუშლიათ.

რაც შეეხება დანარჩენი დამნაშავეების დაჭერას, განაჩენის დადგომამდე არც განვიხილავ, რადგან გიჟური სამუშაო აქვს პროკურატურას და პოლიციას.” – წერს სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved