გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის ციხის თავზე ვერტმფრენი გამოჩნდა. აპირებს თუ არა პენიტენციური სისტემა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას, სამოქალაქო ან სხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში ჯერჯერობით უცნობია.
ტვ პირველი ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებასთან 2 ვერტმფრენის გამოჩენას მიხეილ სააკაშვილთან შეხება არ აქვს.
ვერტმფრენები ამ წუთებშიც დაფრინავენ პენიტენციური დაწესებულების თავზე.
კომენტარები