• რეკლამა
  • კონტაქტი
13:20, შაბათი, 24 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრები ეროვნულ ბანკთან ყავას 1 დოლარად ყიდიან

ალია ავტორი - ალია
14:20 11-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

გირჩი – მეტი თავისუფლება ეროვნული ბანკის შენობასთან აქციას რეგულაციების დარღვევით მართავს. ისინი მომხმარებელს ყავის სხვა ვალუტით შეძენას სთავაზობენ, რაც მოქმედი რეგულაციით აკრძალულია.

აქცია-პერფორმანსით პარტიის წევრები დემონსტრაციულად არღვევენ ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, რაც ფინანსურ ურთიერთობებში ვალუტად ლარის გამოყენებას გულისხმობს.

პარტიის წევრები ამბობენ, რომ ამგვარი რეგულაციებით ეროვნული ბანკი ერევა ადამიანების ეკონომიკურ ურთიერთობებში და ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

„დღევანდელი აქციის მიზანია, საზოგადოებას დავანახოთ რამდენად აბსურდული რეგულაციები გვაქვს ქვეყანაში ფინანსური მიმართულებით და როგორ ცდილობენ ჩაერიონ ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებში. დღეს აქ შეგიძლიათ ყავა შეიძინოთ 1 დოლარად, რაც არის რეგულაციის დარღვევა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მხოლოდ ლარით შეგიძლიათ ანგარიშწორება, ასევე შეგიძლიათ გადაიხადოთ კრიპტო ვალუტით და ასევე შეგიძლიათ ჩვენგან ისესხოთ 1 დოლარი, რაც ასევე რეგულაციის დარღვევაა. მოქმედი რეგულაციის თანახმად არ შეიძლება 200 000 ლარზე ნაკლების სხვა ვალუტაში გასესხება“ – აცხადებს გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი.

პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ამ პერფორმანსს ექნება რეგულარული ხასიათი. აღსანიშნავია, რომ აქციის მცირე მასშტაბების მიუხედავად ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved