• რეკლამა
  • კონტაქტი
06:54, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი რურუას ორშაბათს, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენ?

ალია ავტორი - ალია
13:48 05-16-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ორშაბათს გიორგი რურუა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდება. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

„ორშაბათს, გიორგი რურუა სასამართლო პროცესზე პირდაპირ დარბაზიდან გათავისუფლდება. ამ გადაწყვეტილების მიზეზად მოსამართლე ბრალდების მხრიდან რურუას წინააღმდეგ მტკიცებულებებს არასაკმარისად მიიჩნევს.” – ამბობს “პრაიმტაიმის” წყარო.

გიორგი რურუას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილს განცხადებით, პროცესი ორშაბათსაა ჩანიშნული. წინასწარ მოლოდინზე საუბარი რთულია, თუმცა იმედოვნებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებლად გამართლდება, რადგან ის, რასაც გამოძიება ედავება, უსაფუძვლოა.

„წინასწარ მოლოდინებზე საუბარი გამიჭირდება. ბუნებრივია, ძალიან მინდა გიორგი რურუა გათავისუფლდეს, ამ მოთხოვნას სასამართლო პროცესებზე მუდმივად ვაყენებდით, რადგან გიორგი რურუა ნამდვილად პოლიტპატიმარია და ციხეში მხოლოდ იმიტომ ზის, რომ ის „მთავარი” არხის მეწილე და ანტისაოკუპაციო მოძრაობის მხარდამჭერია.

მას ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს (ექსპერტიზა მეტალიზაციაზე, რომლის პასუხია, რომ რურუას ტანსაცმელზე მეტალის კვალი და ნივთმტკიცებად ამოღებულ იარაღზე ბრალდებულის დნმ არ გამოვლენილა). შესაბამისად, რაც სწრაფად მოხდება ამ სიტუაციის გამოსწორება და პოლიტპატიმრის გამოშვება მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის” – ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

გიორგი რურუას პატიმრობას განცხადებით ეხმაურებიან აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს რიში და სენატორი ჯინ შაჰინი.

ისინი აღნიშნავენ, რომ საეჭვო ბარლდებებით დაკავებული მედიის მფლობელის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ელოდებიან.

შეგახსენებთ, რურუა 18 ნოემბერს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved