ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე თამარ თორაძე ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და სენატორ ჯიმ შაჰინს მიმართა. როგორც თორაძე Twitter-ზე წერს, გიორგი რურუა არა მედიამფლობელი, არამედ ცივსისხლიანი მკვლელია.
,,გიორგი რურუა არ არის მედიამფლობელი და პოლიტიკური პატიმარი, იგი ცივსისხლიანი მკვლელია“,- წერს თამარ თორაძე.
რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე თამარ თორაძემ სენატორ ჯიმ რიშს ღია წერილით მიმართა, სადაც იგი სენატორს დეტალურად ყვება, როგორ ამოხოცა გიორგი რურუამ თორაძეების ოჯახი, და აღნიშნავს, რომ პოლიტპატიმრად ნაგულისხმები გიორგი რურუა კრიმინალურ დაჯგუფებას, თბილისში „ბოროტების საძმოდ“ შერაცხულ ბანდას მეთაურობდა.
თორაძე იმედს და რწმენას გამოთქვამს, რომ ქართული მართლმსაჯულება და ამერიკელი მეგობრები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სამართალი მისი გაუბედურებული ოჯახის კარამდეც მივიდეს.
კომენტარები