ცნობილ ქართველ დიზაინერზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა – იოსებ ასანიძე, თენგიზ ქებაძე და დავით ვარსაგიანი ციხეს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ.ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
გიორგი მასხულიას თავდასხმის ბრალდებით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნით დღეს სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
სამივე დაკავებული დანაშაულს აღიარებს.”მისტერ ვალენტინის” კონკურსის ორგანიზატორს,თავს ერთ-ერთ ბარში დაესხნენ.














კომენტარები