გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციაზე არჩილ და რევაზ არველაძეები მივიდნენ.
ცნობისთვის, ცოტა ხანში, ექსპოჯორჯიას შენობაში ექს პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია გაიმართება.
ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილნი.
აქტივისტებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერი წარწერით “არ შეგარჩენთ 20 ივნისს”, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების ხაზგასასმელად. მაშინ გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
ფოტოებს ნეტგაზეთი ავრცელებს.


კომენტარები