• რეკლამა
  • კონტაქტი
04:15, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი გახარიამ საკუთარ Youtube-არხზე დაიწყო ახალი გადაცემა, რომელიც თეონა გეგელიას მიჰყავს

ალია ავტორი - ალია
10:28 02-05-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,575

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ საკუთარ Youtube-არხზე დაიწყო ახალი გადაცემა გახარიას კვირა, რომელიც ჟურნალისტ თეონა გეგელიას მიჰყავს. გეგელიას თქმით, გადაცემა ყოველი კვირის ბოლოს გავა და მის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხებით ყოფილი პრემიერმინისტრი მიმდინარე კვირის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს მიმოიხილავს.

გადაცემის პირველ ეპიზოდში, რომელიც Youtube-ზე დღეს აიტვირთა, გიორგი გახარიამ სამთავრობო ცვლილებებზე და მასში ივანიშვილის როლზე ისაუბრა. მისი თქმით, “ოცნების ნაბიჯები და ქმედებები ლოგიკურ ანალიზს აღარ ექვემდებარება” და ცვლილებებმა მმართველი პარტიის სისუსტე გამოაჩინა.

“მეც ვერ წარმოვიდგენდი, რომ 3 წლის განმავლობაში, ეს გუნდი შეიძლება ასე დეგრადირებულიყო. დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის უმიზნო, ერთმანეთზე გადაკიდებული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ქვეყანაზე თუ ფიქრობენ, ისიც ხანდახან, თავისუფალი დრო როცა აქვთ. მათი მთავარი მიზანი არის კორუფცია, ერთმანეთთან ბრძოლა, ძალაუფლების გახანგრძლივება. ეს ყველაფერი პირველი, ივანიშვილის დაბრუნებით, შემდეგ ამ სამთავრობო გადაადგილებებით გახდა ნათელი”. – თქვა გახარიამ.

ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილის დებატებში გამოწვევასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, მიიჩნევდა, რომ ამგვარი დებატები აუცილებელი იყო, თუმცა ახლა თვლის, რომ, აუცილებელობის გარდა, ივანიშვილს “არ აქვს რესურსი, ამაზე უარი თქვას”.

“მე შემიძლია მას დავპირდე, რომ არცერთ სიტყვას ამ დებატების დროს წარსულზე არ ვიტყვი. არცერთი სიტყვით წარსულს არ შევეხები, იმიტომ, რომ მე მაქვს იმდენი პასუხისმგებლობა, რომ ამ დეგრადირებული და დასუსტებული ოცნების სახით, რომელიც საზოგადოებამ დაინახა, არ მივცე შესაძლებლობა, ამით ისარგებლოს ნაციონალურმა მოძრაობამ. შეუძლებელია ვერ ხედავდეს დღეს საზოგადოება იმას, რომ დასუსტებული, არარაციონალური, დეგრადირებული ოცნება, პირველ რიგში, ჩვენთვის წარმოადგენს უზარმაზარ რისკს, თეორიული შესაძლებლობაც არ გაჩნდეს იმის, რომ ნაციონალური მოძრაობა ოდესმე, ოდესმე, ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში დაბრუნდეს.[…]

იმედი მაქვს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ივანიშვილი ამას გაითვითცნობიერებს, იმედი მაქვს, რომ ის შევა პოლიტიკურ პროცესში რეალურად, იმედი მაქვს, რომ ის გახდება საარჩევნო კამპანიის სახე, იმედი მაქვს, რომ მას მოუწევს გაითვითცნობიერებს ამას და მიიღებს ამ დებატებში მონაწილეობას.[…]

თუ ის არ გახდა ამ პოლიტიკური პროცესის, ოცნების კამპანიის სახე და ლიდერი, ეს ნიშნავს იმას, რომ ან აყალბებს, ან ის შეეგუა აზრს, რომ დაუთმოს ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას”. – თქვა გახარიამ.

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ ქართული ოცნების ახლადარჩეული საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დებატებში 10 იანვარს გამოიწვია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved