• რეკლამა
  • კონტაქტი
02:13, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი გახარია – პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის პატრიოტიზმი

ალია ავტორი - ალია
12:19 10-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

საარჩევნო კამპანიისას უნდა გავიკეთოთ პირბადე, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე და უპასუხისმგებლო ქცევა ნიშნავს ქვეყნის განვითარების შეფერხებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„გამოწვევა გლობალურია, ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, ყველგან რეკორდულად იზრდება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ იმის პასუხისმგებლობა გვაქვს და გვესმის, როდესაც ერთად ვიკრიბებით, თუნდაც საარჩევნო კამპანიაში, რა თქმა უნდა უნდა გავიკეთოთ პირბადე, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ხანდაზმულების, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე.

და რაც მთავარია, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე, რადგან მხოლოდ ასე შეგვიძლია, გავაგრძელოთ ჩვენი აღმასვლა და უპასუხისმგებლო ქცევა ნიშნავს ქვეყნის განვითარების შეფერხებას, სხვას არაფერს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ წალენჯიხაში, სადაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ალექსანდრე მოწერელიას წარადგენს.

გიორგი გახარიას თქმით, მათი მთავარი ამოცანაა, „ქართულმა ოცნებამ“ სამართლიან ბრძოლაში ღირსეულად გაიმარჯვოს.

„მთავარი ამ ყველაფერში არის ის, რომ 31 ოქტომბერს ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. ეს არ იქნება მხოლოდ წალენჯიხისა და სამეგრელოს, ამ მუნიციპალიტეტის გამარჯვება, ეს მთელი ქვეყნის გამარჯვება იქნება. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში. ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის, რომ ასე, წესების დაცვით, ყველამ ერთად გავიმარჯვოთ სამართლიან და ღირსეულ ბრძოლაში, რომ არავის არ მივცეთ შესაძლებლობა, მცირედი ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ელემენტარული წესების დაცვა, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის პატრიოტიზმი. ეს არის ის, რითაც ჩვენ ვაძლევთ ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას, განვითარდეს და არ იყოს არანაირი შეფერხება ამ განვითარებაში. მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ, მაგრამ რაც მთავარია, გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში და გავიმარჯვებთ ღირსეულად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved